RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბუტბას ბაღაფშის შეცვლა სურს

19.05.2009  |  21:11

2759.jpegბინეზმენმა ბესლან ბუტბამ, რომელმაც საკუთარი კაპიტალი მოსკოვში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებით იშოვნა, განაცხადა რომ სურვილი აქვს აფხაზეთში ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლოს, ამსთან ერთად მან არ გამორიცხა შესაძლებლობა, საკუთარი კანდიდატუტა პრეზიდენტის პოსტზეც წამოაყენოს. ამავდროულად მან გადაკვრით მოიხსენია მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რომელსაც სერგეი ბაღაფში ქმნის რესპუბლიკაში. ეხლანდელი ქვეყნის პრეზიდენტი, უკვე მეოთხე წელია მართავს სახელმწიფოს. მისი უფლებამოსილება დეკემბერშო იწურება.

აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუტბა, საკუთარ თავს ამჟამინდელი რესპუბლიკის ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მოწიააღმდეგედ წარმოაჩენს, გასულ კვირას მან სოხუმში პრესკონფერენცია მოიწვია. მისი ჩატარების საბაბი გახლდათ პარტიის ნაციონალური პროექტების პრეზეტაცია - „მცირე ბიზნესი - დიდი შემოსავლები", „ნაციონალური კულტურა - ხალხის სული" „ახალი სკოლიდან - თანამედროვე უნივერსიტეტში", „ხალხის ჯანმრთელობა - ძლიერი აფხაზეთი" და „მდიდარი სოფელი - მყარი განვითარების საფუძველი". როგორც საინფორმაციო სააგენტო რეგნუმმა შეგვატყობინა, ამ პოგრამრბის ნაწილი უკვე ხორციელდება, დანარჩენის რეალიზება კი რამდენიმე თვეში დაიწყება. პარტიის საიტზე ახალგაზრდული და ეკონომიკური პროექტების ნაწილი ჯერ ცარიელია, სოციალურ დარგში კი, ერთბაშად ორი პროექტი აქვთ" პარტია საკუთარ წევრებს დახმარებას გაუწევს, ბავშვის დაბადების შემთხვევაში" და „გუდაუთის რაიონის სოფლებიდან სკოლი მოსწავლეების დასავენებლად გაგზავნა". საიტი დიდ შთაბრჭდილებას არ ახდენს, მაგრამ ამის დაბრალება რედაქციის მიერ საიტის განახლების დაგვიანებაზეც შეიძლება, ის შარშანაა ჩაშვებული ინტერნერტში. თავად ბუტბა ყვება უკვე დაწყებულ პროექტზე „მდიდარი სოფელი - მყარი განვითარება",ის გამოსცადეს სოფელ ჩლოუში, სადაც კრძო მეწარმეები მანდარინისა და კივის პლანტაციებს აშენებენ.

მაგრამ პრესკონფერენციის შინაარსი, პროექტების პრეზენტაციის ჩარჩოებსაც გასცდა. აღმოჩნდა, რომ ბესლან ბუტბამ საკუთარი აგიტაცია წამოიწყო, აფხაზეთის პრზიდენტის პოსტის დასაკავებლად, ეს არჩევნები მომავალი წლის იანვარში ჩატარედება. „უდაოდ ყველა პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში მოვლისთვის იღწვის. მე ეჭვის თვალით ვუყურებ იმათ, ვინც ამბობს, რომ სურს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ არ სურს პირველი გახდეს".-განაცხადა აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერმა. ბესლაბ ბუტბა - აფხაზეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. რამოდენიმე ხნის წინ ის ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სახახლხო კრების საპარლამენტო და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს. ასევე ის ბიზნეს კლუბ „სუხუმის" თავმჯდომარეა. საკუთარი მილიარდება მან მოსკოვში გამოიმუშავა. როგორც 2008 წელს წერდა ყოველკვირეული გამოცემა SmartMoney, მას ექვსი სავაჭრო და გასართობი ცენტრი ეკუთვნის რუსეთის დედაქალაქში. მაგრამა აწარმოებს რა ბიზნესს რუსეთში, ფულს აფხაზეთში აბანდებს. ის ასევე საფეხბურთო კლუბ „ნარტის" პრეზიდენტია და ხშირად სპონსორობს ზოგჯერ სრულიად წამგებან ღონისძიებებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100