RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევა კავკასიაში ქულებს კარგავს

20.05.2009  |  12:01

2763.jpegჟენევაში მოლპარაკებების მეხუთე რაუნდი დაიწყო, კავკასიაში სიტუაციის დარეგულირებისა და სტაბილიზაციის დარგში. 18 მაისს მონაწილეები შეიკრიბნენ, მაგრამ არა სრული შემადგენლობით. თუმცა, ისინი აპირებენ კონკრეტული წინადადებების განხილვას.

„პირველ რიგში, აუცილებელია იურიდიული ვალდებულების მქონე დოკუმენტის ხელმოწერა, სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გაოუყენებლობის შესახებ.- აღნიშნა მოლაპარაკებების დაწყების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.- ამ სახელმწიფოების საზღვრებზე უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საიმედო რეჟიმი, რომელიც გაითვალისწინების ქართული მხარის მიერ „მდვედევ-სარკოზის" მოლაპარაკებების მოთხოვნების სრულ და თანამიმდევრულ შესრულებას. რუსული მხარე ასევე მნიშვნელოვნად თვლის საქართველოში საერთაშორისო ემბარგოს შემოღებას, შეტევითი შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით, გადმოსცემს „გოლოს რასიი", ვინაიდან თბილსში ისევ გაისმის მოწოდებები ძალის გამოყენებით დაიბრუნონ „დაკარგული ტერიტორიები". ამის კიდევ ერთი დასტურია. ქართული სამხედრო ძალების კონცენტრაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებთან.

მოსკოვის პოზიციის სოლიდარულია ცხინვალიც. როგორც იტყობინება საინფირმაციო სააგენტო Regnum-ი, სამხრეთ ოსეთი ჟენევაში წარადგენს მემორანდუმს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „ჟენევის დისკუსიების უკანსაკნელი რაუნდისას, სამხრეთ ოსეთმა იმის გაგება და ათანაგრძნობა ჰპოვა , რომ ვიდრე ჰუმანიტარული დახმარებისა და ლტოლვილების პრობლემების გადაწყვეტაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია იმის გარანტია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მუხანათურად არ დაესხმება თავს, ჩვენს ქვეყანას".- „ინტერფაქსი" ახდენს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის კონფლიქტების დარეგულირების დარგში უფელბამოსილი წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის ციტირებას.

ამავ დროულად, სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში 18 მარტს არ ჩამოვა დელეგაცია აფხაზეთიდან. თანაც, სრულიად საპატიო მიზეზით. „ ჩვენ დასაწყისშივე ვაკავშირებდით ჟენევის დისკუსიებში ჩვენს მონაწილეობას, ჩვენი რესპუბლიკის სტატუსის მიმართ გაეროს მიდგომასთან..- რია ნოვოსტის მოჰყავს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვები,- წარსულში როდესაც სტატუსი არ იყო აღიარებული, გაეროს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში ფიგურირებდა ფორმულირება საქართველო-აფხაზეთი. ამჯერად ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ 15 მაისს, სანამ გახმოვანებული იქნება მოხსენება, ჩვენ მას მივიღებთ, თუმცა ჩვენ ის დღემდე არ მიგვიღია. ახლა ჩვენ გვპირდებიან, რომ მას მოგვანიჭებენ 18 მაისს, დისკუსიის დღეს. მაგარმ თუ კი ჩვენ გავითავლისწინებთ დროის სხვაობას, დისკუსიები ჩაივლის, ჩვენ კი ჯერ კიდევ არ გვექნება მოხსენება მიღებული. ჩვენ ამაში აშკარა ეშმაკობას ვხედავთ". სერგეი შამბას აზრით საქმე იმდენად პან გი მუნის მოხსენებაში არ არის, არამედნადაც მის შინაარსში:"ჩვენ რომ ეს მოხსენება დროულად მიგვეღო და მასში აფხაზეთი მოხსენიებული ყოფილიყო როგორც საქართველოს ნაწილი, ჩვენ ამ შემთხვევაშიც უარს ვიტყოდით ჟენევის დიკუსიებში მონაწილეობაზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100