RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პან გი მუნმა ჟენევას მეორე სიცოცხლე შთაბერა

21.05.2009  |  09:43

2776.jpegჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ყველა მონაწილე, აფხაზეთის დელეგაციის ჩათვლით, 19 მაისს მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაციის განსახილველად. ამის შესახებ შეტყობინება გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის მთავარმა მრჩეველმა - ალექსანდრე პისარიოვმა გაახმოვანა.

„მე ვადასტურებ დისკუსიის, სრული მოცულობით გნახლებას,- პისარიოვის ციტირებას ახდენს რია ნოვოსტი. - როგორც გუშინ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, ჩვენ გავაჩერეთ საათები და გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას დაველოდეთ, დღეს ღამით ეს მოხსენება გამოვიდა. ვინაიდან მასში იყო ის ფორმულირება, რომელიც აკმაყოფილებდა აფხაზურ მხარეს, ჟენევის დისკუსიები განახლდა, დილის 9 საათზე, ადრე შეთანხმებულ ფორმატით".

შვეიცარიის მოლაპარაკებებს სტარტი 18 მაისს უნდა აეღო, მაგრამ აფხაზეთის წარმომადგენლების გარეშე. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცმა სერგეი შამბამ მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დისკუსიებში აფხაზეთის მონაწილეობა, მხოლოდ გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მოხსენებაში კორექტული ფორმილირებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი, რომლიც მას ჯერ 15 მაიის უნდა წარმოედგინა, შემდეგ კი ვადა სამი დღით გადასწია. რუსეთის მხარე, აფხაზი კოლეგების პოზიციას გაგებით მოეკიდა. მოსკოვი გამოვიდა წინადადებით მოლაპარაკებებში პაუზა აიღონ, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებამდე. „ სხდომაზე ერთერთი მხარის არ დასწრების შემთხვევაში, უსაფრთხოების სერიოზული საკითხების განხილვა, მხოლოდ ნაკლული გავარჯიშება იქნება, - როგორც რია ნოვოსტი იტყობინება, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მადგილე გრიგორი კარასინმა.- ვიმედოვნებთ, რომ პან გი მუნის მოხსენების შინაარსი და ფორმულირებები, საშუალებას მისცემენ აფხაზურ მხარეს დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. სანამ საქართველო ჯიუტად მოითხოვს პოლიტიკური ან სამხედრო საშუალებებით, საკუთარი ვირტუალური მთლიანობის აღდგენას, არაფერი არ გამოვა".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ შექმნილ სიტუაციაში პირველ რიგში საერთაშორისო ორგანიზაციები არიან დამნაშავე, რომლებმაც არ შეასრულეს თავდაპირველი პირობები, რაუნდის დროულად მუშაობის დასაწყებად, ჟენევის მოალაპარკებებზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100