RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიხეილ სააკაშვილის არითმეტიკა. როგორ გავყოთ მილიონი?

21.05.2009  |  09:46

2778.jpegსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ ცდილობს შეურიგებელი ოპოზიციის იმ ნაწილის დისკრედიტირებას, რომელიც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზას ხედავს პრეზიდენტის სასწრაფო გადადგომაში და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში, 2009 წლის შემოდგომაზე თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებში, ასევე თბილისის მერის არჩევაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე გამოსვლისას, რომელიც პრეზიდენტის მომხრეებისგან შედგებოდა (ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე), ის კვლავ დაუბრუნდა საქართველოში სამხედრო გადატრიალების მცდელობის თემას.

როგორც ცნობილია, ახლა მუხროვანის ბაზის აჯანყების საქმის გამო დაკავებულია ათობით სამხედრო მსახური. მათ შორის არის 90-ან წლებში სპეცდანიშნულების განაყოფი "დელტას" ხელმძღვანელი გია ღვალაძე და სატანკო ბატალიონის პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ბრალდება წაუყენეს ეროვნული გვარდიის ყოფილ ხელმძღვანელს კობა კობალაძეს. გენერალი არ ცნობს თავის დანაშაულს და მეთერთმეტე დღეა გამოძიების იზოლატორში შიმშილობს.

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ გადაყენებული ოფიცრები აპირებენ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას დაკავებული გენერლის მხარდასაჭერად, იუწყება "ინტერფაქსი". თევზაძემ წაიკითხა განცხადება გადამდგარი ოფიცრების და ომის ვეტერანების სახელით, სადაც საუბარია, რომ "გენერალი კობალაძე პოლიტიკური პატიმარია".

თუმცა მიხეილ სააკაშვილი კვლავაც იჟინებს, რომ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება ინსპირირებული იყო საზღვარგარეთიდან. პუტჩის ორგანიზებაზე, განაცხადა სააკაშვილმა, თავიანთ მომხრეებს პარლამენტში, გამოეყო მილიონი დოლარი. ამასთანავე, როგორც საინფორმაციო წყაროები აღნიშნავენ, სააკაშვილი არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად ვინ იყო ფულის შემთავაზებელი. მან ამ თანხის სავარაუდო მიმღებებიც არ დაასახელა და არ თქვა თუკი საერთოდ ვინმეს გადაეცა სახსრები.

მსგავსი ბუნდოვანი ბრალდებები ცნობილ გამონათქვამს გვახსენებს:"წადი იქ, არ ვიცი სად, მოიტანე ის, არ ვიცი რა".

შეგახსენებთ, რომ არეულობა მუხროვანის ბაზაზე დაიწყო 2009 წლის 5 მაისს, როდესაც იქ დისლოცირებულმა ქვედანაყოფებმა უარი თქვეს ხელისუფლების მორჩილებაზე. მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც პირადად იღებდა მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი, აჯანყებულებმა უარი თქვეს თავიანთ გეგმებზე და დაყარეს იარაღი. საქართველოს პრეზიდენტი მაშინ ყველა ტელეარხის პირდაპირ ეთერში გამოვიდა. მან განაცხადა, რომ არეულობა იმ ყოფილი სამხედრო მსახურების მიერ იყო ორგანიზებული, რომელთა კავშირიც ერთ-ერთი უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურებთან არანაირ ეჭვს არ იწვევს.

ხოლო ხალხისთვის ყველანაირი ეჭვის გასაქარწყლებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მორიგი ვიდეოჩანაწერი აჩვენა, რომელიც "ფარული კამერით" იყო გადაღებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100