RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იმპულსური ქართველი დასავლეთს აშინებს

21.05.2009  |  09:53

2780.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი მიზეზი იპოვა, რის გამოც მისი ქვეყანა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ნატოსა და ევროკავშირის რიგებში. ქართველი ლიდერის ვერსიით, ეს აუცილებელია საქართველოს რუსეთისგან დასაცავად.

"რუსებს ახალი ომი სურთ,- საუბარია სააკაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ესპანური გაზეთისთვის dela sera.- ისინი ბაზებს აფართოვებენ, აგზავნიან ჯარისკაცებს საერთაშორისო მოლაპარაკებების დარღვევით. ათასობით ქართველი განდევნეს აფხაზეთიდან, ოსეთში კი უკვე იმდენი მაცხოვრებელია, რამდენი ჯარისკაციც. მათ ახალი ბერლინის კედლის აღმართვა სურთ, რომელიც ჩვენ სოხუმსა და ცხინვალს დაგვაშორებს. როგორ მოიქცევა ევროპა? თვალებს დახუჭავს?" მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ევროკავშირში შესვლა და ეს უნდა დაიწყოს სავიზო რეჟიმის გადახედვით. "ნატო შეგვპირდა თავის რიგებში მიღებას, მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო მივიღეთ. ადრე თუ გვიან ალიანსი გაიგებს, რომ ჩვენი კარს მიღმა დგომა არ ღირს",- დარწმუნებულია სააკაშვილი.

როგორ ჩანს, მსგავსი გამონათქვამებით საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი და ნატო, რომ მათ სასწრაფოდ ჩართონ საქართველო ამ ორგანიზაციების შემადგენლობაში. თუმცა სააკაშვილის ლოგიკა მერყევია - მას ან არ ესმის, ან არ სურს გაიგოს: თუკი საქართველო ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებში, ამის სერიოზული მიზეზებიც არსებობს. ამიტომაც რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის სპეკულაციით საეჭვოა პრაგმატულ ევროპაში ვინმე აიძულო საკუთარი ნების წინააღმდეგ იმოქმედოს. სცენარზე "კუდი აქიცინებს ძაღლს" იქ უკვე აღარავინ წამოეგება, სააკაშვილს შეუძლია არ შეწუხდეს.

"ბოლო ხანებში ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში, ცუდ დღეშია,- გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის ციტირებას ახდენს "ინტერფაქსი".- სიტუაციის გამოსასწორებლად ნდობის ქმედითი ზომებია საჭირო. ამასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს თამაშები ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ". მისი თქმით, როდესაც ნატო სამხედრო წვრთნებს ატარებს საქართველოში, სადაც ახლახან ომი იყო, სისულელეა. "ალიანსმა რუსეთთან დისკუსია უნდა გააძლიეროს, ავანტიურისტი სააკაშვილი კი არ უნდა წაახალისოს",- დაასკვნა შრიოდერმა.

ამასობაში, შეერთებულ შტატებშიც უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საქართველოს ნატოში მიღების საკითხი უკანა პლანზე გადასწია. "ანუ ეს ის კერძი არ არის, რომლის მომზადებასაც ამერიკელები ახლო მომავალში აპირებენ,- განაცხადა აქტუალური საერთაშორისო პრობლემების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი პუშკოვმა.- საქართველო ახლა ომის დაწყებას ვერ გაბედავს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100