RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმი ღებულობს სტუმრებს

22.05.2009  |  09:43

2794.jpegაფხაზეთის დედაქალაქი სულ უფრო ხშირად იღებს უცხოელ სტუმრებს. უახლოეს დღეებში სოხუმის მონახულებას აპირებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ დავენპორტი. ახლახან აფხაზეთი ოფიციალური ვიზიტით მოინახულა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა. ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლა სოხუმში რუსეთის მიერ გასული წლის აგვისტოში რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ პირველი შემთხვევაა.

"რუსეთი, უდავოდ, უდიდეს დახმარებას უწევს აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებას, - აცხადებს ბორის გრიზლოვი. - არის პირდაპირი დახმარება სოციალური საკითხების გადაჭრაში, მე ვგულისხმობ ყველა შესაძლებელ სოციალურ დახმარებას, მათ შორის საპენსიო მომსახურებას, მაგრამ მთავარია არა ფულადი დახმარება, არამედ საინტერესო ინვესტორების მოძიება მშენებლობის დარგში 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ახალი ობიექტებისთვის". ბორის გრიზლოვის თქმით, აფხაზეთი ის რესპუბლიკაა, რომელსაც სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია რუსეთისთვის საერთაშორისო სპორტული ფორუმისთვის მზადებაში. "მე პირველ რიგში ვგულისხმობ მშენებლობების მომარაგებას ინერტული მასალებით. რაოდენობა, რომლის შემოტანაც საჭიროა, აღემატება 100 მილიონ ტონას. ეს უზარმაზარი რიცხვია. აფხაზეთის მონაწილეობა ამ პროექტებში იმპულსს მისცემს სატრანსპორტო სფეროს განვითარებას, იმიტომ რომ ამ მასალის შემოტანა საჭიროა რკინიგზით ან გემებით" , - რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები მოჰყავს გაზეთ "კომერსანტს".

თავისი ვიზიტის დროს ბორის გრიზლოვი შეხვდა რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაბშს და აფხაზეთის პარლამენტის ეროვნული ყრილობის დეპუტატებს. რუსმა პოლიტიკოსმა თავის აფხაზ კოლეგებს შეატყობინა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმა მალე გამოვა ინიციატივებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გამყარებას. მისი თქმით, სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობის ფარგლებში 26 შეთანხმება იგეგმება. ისინი გულისხმობენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საპორტო მეურნეობის და ასევე ტურიზმის განვითარებას.

რეკრეაციულ სფეროს ბორის გრიზლოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მისი პროგნოზებით, 2009 წელს აფხაზეთში ყველაზე ცოტა 1 000 000 რუსეთის მოქალაქე დაისვენებს. იგივე ციფრი დაფიქსირდა 2007 წელს. აი გასულ წელს დამსვენებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ომის გამო, რაც სიტუაციას მთლიანად რეგიონში ძაბავდა. ამგვარად, რესპუბლიკის ცხოვრება თანდათანობით თანაბარ რიტმში შედის. როგორც გრიზლოვმა აღნიშნა, ცხოვრების მიერ ნაკარნახევი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი კავკასიაში სიტუაციის დასარეგულირებლად არის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100