RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთში ვნებები ოპოზიციის გარშემო

22.05.2009  |  09:45

2795.jpegსამხრეთ ოსეთის პარლამენტის არჩევნებამდე 10 დღე დარჩა, ორი ოპოზიციური პარტიის გარშემო გამართული სკანდალი კი არ ცხრება. პრეზიდენტის მომხრეები არ მალავენ, რომ ედუარდ კოკოითს სურს შეზღუდოს ოპონენტების დაშვება „ბეღელთან" ანუ რუსეთის მიერ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ დახმარებასთან. ოპოზიციის სავარაუდო სპონსორი, ფირმა „სტროიპროგრესი"-ს გენერალური დირექტორი ალბერტ ჯუსოევია, რომელიც სატიკად უარყოფს მათთან რაიმე კავშირს, მაგრამ აპირებს ხელისუფლებისთვის ბრძოლას.

ერთერთი ხერხი გაითქვა სახელი - სენსაცია შექმნა გასაფიარებელი პიროვნების გარშემო. საეჭვოა, რომ სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისას, ამგვარი სამსახურის გაწევა სდომებოდა „სახალხო პარტიისა" და „ფრიდიბასტასთვის", მაგრამ ნებით თუ უნებლიედ ასე კი გამოუვიდათ. მას მერე, რაც „სახალხო პარტიის" ექს-ლიდერი როლანდ ქელეხსოვი თამაშ-გარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და სოციალისტური პარტიის თავკაცმა ვიაჩესლავ გაბოზოვმა ვერ გაირა ცსკ-ოს ბინადრობის ცენზი, რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ყველა განაწყენებულმა იცის, თუ ვის უნდა მისცეს ხმა საპარლამენტო არჩევნებზე. მგარამ ოპოზიციონერიც არის და ოპოზიცინერიც. როგორც გაზეთ „კომერსანტს" განუცხადა ედუარდ კოკოითმა:"ორივე ეგრეთწოდებული ლიდერი, რომლებიც სინამდვილეში ამ თვისებით დაჯლიდოებულნი სულაც არ არიან, განზრახ არღვევდნენ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციას... გაბოზოვი წინასწარი განზრახვით მიდიოდა კანონის დარღვევაზე. რაც შეეხება ქელეხსოვს, ამ ადამიანს არანაირი ავტორიტეტი არ ჰქონდა თავად პარტიის შიგნით".

რესპუბიკაში დემოკრატიის განვითარებისადმი მიძღვნილ „მრგვალი მაგიდის" სხდომაზე, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თანაშემწე კოსტა ძუგაევმა უფრო ნათლად ისაუბრა ოსი ოპოზიციონრების მიზნებზე და მათ საწინააღმდეგო მოქმედებებზე. „თუ კი გავითვალისწინებთ საპროტესტო განწყობილებებს, არ არის გამორიცხული, რომ კომუნისტები პარლამენტში უმრავლესობით მოვიდნენ. რამაც, სრულიად შესაძლებელია, ისევე როგორც პრეზიდენტ ჩიბაროვის დროს, ახლაც კვლავ ანტიპრეზიდენტულად აქციოს პარლამენტი. ამას გარდა რუსეთის საზომითაც კი, უზარმაზარი თანხა 11,5 მილიარდი რუბლი, ოპოზიციონერების სურვილს კიდევ უფრო მეტად აღვივებს, რათა მიიღონ დაშვება ამ „ბეღელთან", რის აღკვეთასაც ცდილობს პრეზიდენტი კოკოითი".- ძუგაევის ციტირებას ახდენს გაზეთი „იუჟნაია ოსეტია".

ადრე Georgia Times-ი წერდა, რომ „სახალხო პარტიის" ლიდერისა და აღდგენილი „ფრიდიბასტას" უკან შესაძლოა, საქართველოს 2008 წლის აგრესიის შემდგომ, რესპუბლიკის აღსადგენად გამოყოფილი რუსული თანხები განაწილებით უკმაყოფილი, ბიზნესმენები იდგენენ. ამ „კულისებში მოთამაშე" ადამიანებზე ედუარდ კოკოითმა „კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:" სამხრეთ ოსეთს უხელმძღვანელებენ ის ადამიანები, რომლებმაც ის დაიცვეს. ხოლო ყველა იმ დანარჩენ მრჩეველს, ვინც ის მძიმე პერიოდი მოსკოვის თბილ ბინებში ჯდომით გადააგორა, მე ვურჩევდი, დაიოკონ საკუთარი ჟინი".

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100