RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიცია და მომიტინგეები: უკანასკნელ ზღვართან

22.05.2009  |  09:47

2796.jpegსიტუაცია თბილისში ნელა, მაგრამ მტკიცედ გამოდის კონტროლიდან. 20 მაისს მოელოდნენ პოლიციელების ოპოზიციონერებზე თავდასხმას.საინფორმაციო სააგენტოს სიახლეები კრიმინალურ ჩანაწერებს წააგავდა: ნაცემია "მომავლის პარტიის" ლიდერი გია მაისაშვილი, დაკავებულია მუხროვანის აჯანყებაში ბრალდებული ოთაბიძის მეორე ძმა, პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მანქანები ჩამოართვა. საბოლოოდ ოპოზიციამ მორიგი ულტიმატუმი წამოაყენა.

ოპოზიცია დაიწყებს მოძრაობის ბლოკირებას საქართველოს სამხედრო და ცენტრალურ გზებზე, თუკი საპატრულო პოლიცია არ გაათავისუფლებს საჯარიმო სადგომებზე გადაყვანილ ოპოზიციის კუთვნილ მანქანებს. ამის შესახებ განაცხადა "სახალხო პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა 2009 წლის 20 მაისს, იუწყება "სიახლეები-საქართველო". მან ბრალი დასდო საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილების გადაჭარბებაში, უკანონო ჯარიმებსა და სანქციებში.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში არ არის ისეთი სტატია, როგორც "პრეზიდენტის ესკორტისთვის ხელის შეშლა", არსად არ არის ნათქვამი, რომ მსგავსი სახის დარღვევა მფლობელისთვის მანქანის ჩამორთმევით ისჯება",- აღნიშნა ოპოზიციონერმა. "მფლობელისთვის მანქანის ჩამორთმევის და მისი საჯარიმო სადგომზე გადაყვანის,- ახსნა კობა დავითაშვილმა,- უფლება პოლიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი მძღოლი ნასვამია, ან მას არ აქვს მართვის მოწმობა ან ტექპასპორტი".

საპროტესტო აქციების ხელმძღვანელების თქმით, პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტებს უკვე დაახლოებით ოცი მანქანა ჩამოართვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ირწმუნება, რომ მანქანების ევაკუირება იმიტომ მოხდა, რომ მათმა მფლობელებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები და ხელი შეუშალეს პრეზიდენტის ესკორტის მოძრაობას ცენტრალურ გზაზე, რომელიც თბილისის აეროპორტისკენ მიდის, მაშინ როდესაც ოპოზიციონერები შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობასთან საპროტესტო აქციას ატარებდნენ. ის გზის ახლოს დგას.

ოპოზიციის ახლანდელი ულტიმატუმი სულაც არ არის პირველი. მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გაიმეორა, რომ ულტიმატუმებზე რეაგირებას არ აპირებდა. ყველა პოლიტიკურ ულტიმატუმს, ისინი კი რამდენიმე იყო და მის გადადგომას ეხებოდა, სააკაშვილმა იგნორი გაუკეთა. მრავალდღიანი წინააღმდეგობის განმავლობაში ოპოზიციამ მხოლოდ ერთხელ მიაღწია თავისას: მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაათავისუფლა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც ხულიგნობისთვის, ანუ ხელისუფლების მომხრე ჟურნალისტის ცემისთვის იყვნენ დაკავებულები. მომიტინგეებს, რომლებიც მაშინ პოლიციის შენობაში ცდილობდნენ შესვლას, რეზინის ტყვიები ესროლეს, მაგრამ ოპოზიციონერები პატრიარქის თხოვნით გაათავისუფლეს.

რითი დასრულდება პოლიციასთან ახლანდელი დავა ვერავინ იტყვის. გზების პიკეტირების საფრთხეზე ექსპერტები გვაფრთხილებენ.

სააკაშვილიც 20 მაისს ფოთში გამოსვლისას დაიმუქრა, რომ არავის მისცემს გზების გადაკეტვის უფლებას.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100