RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნატოს წვრთნები საქართველოში: მეორე სერია

22.05.2009  |  22:44

2808.jpegსაქართველოში ნატოს წვრთნების Cooperative Lancer 09 საველე ეტაპი დაიწყო. ამასთანავე, რესპუბლიკის სამხედრო უწყება ალიანსთან ერთად შეიმუშავებს ახალ კონცეფციას საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის შესახებ, რომელშიც ძირითადი საგარეო საფრთხის სახით რუსეთი განიხილება.

ვაზიანის პოლიგონზე გამართულ საველე წვრთნებში დაახლოებით ათასი სამხედრო პირი მიიღებს მონაწილეობას. ეს სწავლებები ითვალისწინებს მზადებას სამშვიდობო ოპერაციებისთვის ბატალიონების დონეზე, რათა მოხდეს ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის წევრებისა და პარტნიორების სამხედრო მსახურების კოორდინირებული ქმედების შემუშავება. ნატოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამ მანევრებში, რომლებიც 3 ივნისამდე გაგრძელდება, მძიმე ტექნიკა მონაწილოებას არ მიიღებს.

სწავლების პირველი ეტაპი Cooperative Longbow 09,რომელიც 18 მაისს დასრულდა, ითვალისწინებდა საშტაბე უნარების, ნატოს პროცედურების და მართვის შეთავსებადობის შესწავლას ბრიგადების დონეზე. ამ ეტაპზე წვრთნებში მონაწილეობა დაახლოებით 200-მა სამხედრომ მიიღო.

წვრთნების ბატალიონების დონეზე დაწყებასთან ერთად საქართველოს თავდაცვის სანინისტრო ნატოელი კოლეგების დახმარებით აქტიურად მუშაობს ქვეყნის ახალ სამხედრო სტრატეგიაზე. საქართველოს სამხედრო უწყების თავმჯდომარის დავით სიხარულიძის თქმით, ახალ სტრატეგიაში ძირითადი აქცენტები გაკეთებული იქნება ქვეყნის თავდაცვის უნარზე და წინა დოკუმენტისგან განსხვავებით, მეტი ყურადღება მიექცევა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს. "პრიორიტეტული იქნება მართვისა და კონტროლის სისტემები, თავდაცვითი ოპერაციების როლის გაზრდა შეიარაღებული ძალების მომზადების სისტემაში. ჩვენ ასევე რეზერვის საკითხზეც ვმუშაობთ, რასთან დაკავშირებითაც შემუშავებული იქნება ცალკე კონცეფცია",- აღნიშნა სიხარულიძემ. ოფიციალურმა თბილისმა უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრატეგიის კონცეფციის გადახედვის აუცილებლობა სწორედ "რუსეთთან ომის შემდეგ" გააცნობიერა. ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში გიორგი ბარამიძემ. მოკლედ, ეს არც არის გასაკვირი. იმავე ბარამიძემ მუხროვანის ამბოხშიც "რუსეთის ხელი" დაინახა. ეს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილიც კი დროულად მოეგო გონს და თავისი ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ უკან წაიღო.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დაუოკებელ ბარამიძესაც კი აჯობა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, რომელმაც დააკონკრეტა საქართველოს ახალი სამხედრო სტრატეგიის შემადგენლობა. "საფრთხის საკითხში პრიორიტეტი მიეცა რუსეთს, რომელიც უკვე გადავიდა ღია აგრესიაზე",- განაცხადა აკობაშვილმა.

ზუსტად რაში გამოიხატება "ღია აგრესია" მინისტრს არ დაუკონკრეტებია. მას ალბათ იმის იმედი ჰქონდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაავიწყდა, თუ როგორ იხოცებოდა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა გასული წლის აგვისტოში საქართველოს მიერ გახსნილი ცეცხლის ქვეშ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100