RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ტრაგიკული ნადირობა სამხედროებზე

22.05.2009  |  22:47

2809.jpegსაინფორმაცო სააგენტოებმა შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელეს. სააკაშვილის საიდუმლო პოლიციამ გამოიყენა 5 მაისის მოვლენები მუხროვანში, სადაც თავის დაუმორჩილებლობაზე განაცხადა სატანკო ბატალიონმა, რათა დაეწყო რეპრესიები იმ სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სააკაშვილის კურსს. მათი აზრით პრეზიდენტმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

ადრე თუ გვიან საქართველოში დაწყებული ნადირობა აჯანყებულ სამხედროებზე მიგვიყვანდა ტრაგიკულ შედეგებამდე. ეს დროც მოვიდა.

გასულ ღამეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ერთ-ერთი სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი პირი, კიდევ ორი ადამიანი, რომლებსაც ამ საქმის თაობაზე ეძებდნენ, დაჭრილები არიან.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თბილისიდან 30 კილომეტრის მოშორებით მოკლეს გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ არიან დაჭრილები. სამივე მათგანი ძებნილი იყო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 მაისს მუხროვანის სატანკო ბატალიონში ამბოხების მოწყობის მცდელობის გამო ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის ინფორმაციისთვის ჯილდო 5-ჯერ გაიზარდა და შეადგენდა 200 ათას ლარს.

ვინ არის პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომლისთვისაც საქართველოს მასშტაბებით ასეთი დიდი ჯილდო იყო გამოყოფილი? რატომ უტოლდება მასზე ნადირობა ლეგენდარული აბრაგის დათა თუთაშხიას ისტორიას, რაც ასე ოსტატურად აღწერა თავის რომანში თანამედროვე კლასიკოსმა ჭაბუა ამირეჯიბმა. ჟანდარმების ქმედება, რომლებიც ეროვნულ შურისმაძიებელზე ნადირობდნენ, უტოლდება საპრეზიდენტო პოლიციის ქმედებებს, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი.

სააკაშვილის პოლიციამ 11 მაისის ღამეს თბილისში კობა ოთანაძის ძმა ნუგზარ ოთანაძე დააკავა. ადვოკატმა ონისე მებონიამ, რომელმაც ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, განაცხადა, რომ ნუგზარი სასტიკად იყო ნაცემი. ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებს მისგან ძმის ადგილსამყოფელის გაგება სურდათ, თუმცა დაკავებულმა არაფერი იცოდა. ნუგზარ ოთანაძის საქმის მასალები ადვოკატს არ გააცნეს, ამიტომ მან არც კი იცის, რაში ადანაშაულებენ მის კლიენტს. 20 მაისის ღამეს პოლიცია კობა ოთანაძის მეორე ძმას ჯიმშერს აკავებს. ოთანაძეების ოჯახის ადვოკატმა ონისე მებონიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ასევე დაკავებულები არიან ჯიმშერ ოთანაძის მეუღლე და მისი 19 წლის ვაჟი.

"ეს ძებნაში მყოფ კობა ოთანაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ეს დამთხვევა კი არა, პირდაპირი გზავნილია ძებნილისთვის,"- თვლის მებონია. აი ასეთი სამართალია საქართველოს ახლანდელ რეჟიმში, რომელსაც დასავლეთის დემოკრატია მიესალმება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100