RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დღევანდელი საქართვლოს გმირები და მოღალატეები

26.05.2009  |  11:21

2827.jpegმუხროვანის აჯანყების მოვლენები, შესანიშნავი მასალა იქნებოდა კრიმინალური საერიალის სცენარისთვის. თუმცა, ავტორებს უარის თქმა მოუხდებათ დამკვიდრებულ კლიშეებსა და ტრადიციებზე. ამ ისტორიაში ხომ ერთი შეხედვით კი არა და სკურპულიოზული შესწავლის მერეც ვერ გაერკვევა ადამიანი, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე, ვინ არის პატიოსანი და ვინ არა, ვინ გმირია და ვინ მოღალატე.

ხელისუფელბამ კობა ოთანაძესა და ლევან ამირიძეს, რომლებიც მუხროვანის აჯანყების ორგანიზატორების დაკავების სპეცოპერაციისას დაიჭრნენ, წაუყენეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ოფიციალური ბრალდება. ამის შესახებ განცხადება 22 მაისს საქართველოს შ.ს.ს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა გააკეთა. ოპოზიციამ კი, მიტინგის მიმდინარეობისას წუთიერი დუმილით მიაგო პატივი, იმავე სპეცოპერაციისას მოკლულ პოლკოვნიკ კრიალაშვილის ხსოვნას.

საქართველოს შ.ს.ს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გახმაურებული სპეცოპერაცია ჩატარებული იყო მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსიით, აჯანყებაში ეჭვმიტანილები თითქოს და ცდილობდნენ სამხრეთ ოსეთში გადასვლას. „ისინი აპირებდნენ მიკროავტობუსით დაეტოვებინათ თბილისი და სოფელ ციანგარას ( ახალგორის რაიონი) გავლით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლას",- ნათქვამია განცხადებაში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ მუხროვანის აჯანყების კვალს, ისევ რუსეთთან მივყავართ. სხვაგვარად სამ მღალჩინოსან ქართველ სამხედროს რაში დასჭირდა სამხრეთ ოსეთში გაქცევა, რუსული ხიშტების იმედედ ხომ არა?

გამოდის, რომ ხელისუფლება ისევ ამ ვერსიას ახვესვ თავს საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ერეთხელ უკვე მოუხდა მისი უარყოფა. მან ხომ თავიდანვე უწოდა მუხროვანის აჯანყებას „რუსული პროვოკაცია, რომელიც მიზანად ისახავდა, ნატოს სწავლებების ჩაშლას. თუმცა, რამოდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტმა თავისივე სიტყვები უარყო და აღიარა, რომ არ ფლობს უტყურ ინფორმაციას, ჯარში მომხდარ ბუნტში, კრემლის მონაწილეობის შესახებ. ახლა კი, შ.ს.ს-ს განცხადების მიხედვით, კვლავ უნდა ველოდეთ ბრალდებებს ჩრდილოელი მეზობლის მისამართით.

გამოძიებას ჯერ არანაირი ვერდიქტი არ გამოუტანია. თუმცა, ვერსიები აჯანყებული სამხედროების რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის ან ქართველ „კანონიერ ქურდებთან" რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, ქართულ ოპოზიციას აფინანსებენ, შესაბამისად კი აჯანყებულებსაც, ახალავე არადამაჯერებლად გამოიყურება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100