RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბაღაფშმა ვიღაცას ხელი შეუშალა

26.05.2009  |  20:00

2839.jpegაფხაზი ოპოზიციონერები აგრძელებენ რესპუბლიკის ლიდერის დისკრედიტაციის კამპანიას. ერთბაშად რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც უცნობია საიდან გაჩნდნენ, გამოდიან რუსი ბიზნესმენებისათვის სოხუმის აეროპორტისა და აფხაზეთის რკინიგზის გადაცემის წინააღმდეგ. სწორად არც სერგეი ბაღაფშის ძალისხმევა შეფასდა, სოხუმისთვის საკუთრების შენარჩუნების გამო ამ მნიშვნელოვან ობიექტებზე, მისი ოპონენტები აცხადებენ ხალხის უკმაყოფილების შესახებ „რუსეთის მიერ რესპუბლიკის, შთანთქმის საშიშროებასთან დაკავშირებით".

აფხაზეთში გამძაფრებული შეშფოთების შესახებ, რუსეთის მიერ რესპუბლიკის პრაქტიკული შთანთქმის საკითხზე, წერს დღეს „ნეზავისიმაია გაზეტა". გაზეთის მონაცემებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოხუმში ოპოზიციური ძალების რამდენიმე განცხადება გამოქვეყნდა, რომლებიც აღელვებულნი არიან იმის გამო, რომ სერგეი ბაღაფში ერთპიროვნულად იღებს ქვეყნისათვის და ხალხისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებებს.

რამოდენიმე დღის წინ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთი 10 წლით მართვაში გადასცემს რუსეთს აფხაზეთის რკინიგზას და სოხუმის აეროპორტს. „ეს არ არის გაყიდვა, ეს არის დროებით მართვაში გადაცემა".-ხაზგასმით აღნიშნა მან. გაითვალისწინა რა, რამდენიმე მტკივნეულად აღქმადი საკითხი, ქვეყნის შიგნით აფხაზეთის საკუთრებასთან დაკავშირებით. ბაღაფშმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ „ყველაფერი რაც შეეხება აერონავიგაციას, ელექტრონიკას, დისპეჩერიზაციას სახელმწიფო საკუთრებაში რჩება, ხოლო დანარჩენი დამხმარე ინფრასტრუქტურა - საწყობები, სასტუმრო და ა.შ. გადაეცემათ კერძო მეწარმეებს". აღსანიშნავია, რომ აეროპორტის მართვაში უცხოური კომპანიისთვის გადაცემის საკითხი, უკვე დიდი ხანია რაც განიხილება. ინფორმაცია, ამ ობიექტის რეკონსტრუქციის საინვესტიციო პროექტის შესახებ, რამოდენიმე თვეა რაც, გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე. თუმცა, სწორედ ახლა შეაშფოთა და ააღელვა ამ იდეამ, ვითომც და აფხაზეთის ინტერესების დამცველები.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100