RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„მაესტრო“ მიუხედავად აფეთქებისა, მაინც გაამხელს მკვლელობის საიდუმლოს

27.05.2009  |  09:55

2840.jpegოპოზიციის რუპორის - კერძო ტელეკომპანიის „მაესტროს" კერძო შენობასთან ყუმბარა აფეთქდა. მთავრობის ოპონენტებმა განცხადეს, რომ ეს ტერაქტი, მიმართული იყო თავისუფალი პრესის დასაშინებლად. ხელისუფლება ჯერჯერობით სდუმს და ნებისმიერი ვერსიების წამოყენების თავისუფლებას იძლევა, მოხდარის შესახებ.

ვიღაცამ ტელეკომპანია „მაესტოს" შენობას, ღამის სამ საათზე ყუმბარა ესროლა, რამოდენიმე წუთით ადრე გადაცემა „კამერა N5"-ის დასრულებამდე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიციური რეჟიმის მიერ ჩადენილ საშინელებებს აცნობს საზოგადოებას. ხელყუმბარა შენობის კარებთან აფეთქდა. დაზიანდა რკინის კარი და შენობის კედლები, ჩამსხვრეულია ფანჯრები და აპარატურაც საკმაოდ დაზიანდა.

თუმცა საბედნიეროდ არც სტუდიის სტუმრები და არც ჟურნალისტები არ დაზარალებულან. „რამოდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა ტელეკომპანიაში, როდესაც ნათურის გატეხვის ხმა გაიგონეს და სწორედ ამ დროს აფეთქდა ყუმბარა. შენობაში კვამლი შემოვარდა და შემდეგი 10 წუთის განმავლობაში ტელევიზია პანიკამ მოიცვა".- ქართულ მასმედიას ამის შესახებ, გადაცემა „კამერა N5"-ის პროდიუსერი ბაია გადაბაძე ესაუბრა.

მაესტროს თანამშრომლებმა მაშინათვე გამოიძახეს პატრული, მაგრამ პოლიციელებს მისვლა სახალხო დამცველებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა მიასწრეს.

ჟურნალისტებმა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადეს, რომ ეს ინციდენტი დაკავშირებულია ფილმთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ, რომელიც მეორე დღეს უნდა გასულიყო ეთერში, გადაცემაში „პროფესია ჟურნალისტი". შეგახსენებთ, რომ ბანკის მოსამსახურის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა შ.ს.ს-ს რამოდენიმე ოფიცერი. უფლებათა დამცველები და ნათესავები, მკვლელობის შემკვეთებად ამ უწყების მაღალჩინოსნებს ასახელებდნენ. როგორც განაცხადა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა, ფილმი გირგვლიანის მკველობის შესახებ, მათ ერთმა პიროვნებამ მიაწოდა, რომელმაც მაშინათვე დატოვა საქართველო, ვინაიდან ლენტის ტრანსლირების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. მიქიაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავდ ყველაფრისა ფილმი ეთერში 21:00 საათზე მაინც გავა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხაიძე, რომელიც აფეთქების ადგილზე მივიდა, შემთხვევის ძირეულ გამოძიებას მოითხოვს. „სამწუხაროდ როდესაც აფეთქება ხდება, ეს ქვეყანაში არასტაბილურობის შეგრძნების მიზეზი ხდება. ორმაგ შეშფოთებას იწვევს, როცა ეს აფეთქება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში ხდება".- ჩხეიძის სიტყვებს აქვეყნებს GHN.

„ეს ტერორისტული აქტი იყო". - ერთმნიშვნელოვანი კომენტარი გაუკეთა მომხდარს, „გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100