RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სერგეი ბაღაფში: პატივი ვცეთ ჩვენს გამარჯვებას

27.05.2009  |  10:00

2842.jpegიმ შემთხვევაშიც კი, თუ მიხეილ სააკაშვილი გადადგება და საქართველოში პრო-რუსული პოლიტიკოსები მოვლენ ხელისუფელაბში, რუსეთი არ იტყვის უარს აფხაზეთის დამოკიდებლობის ცნობაზე. ამის შესახებ განცხადება სერგეი ბაღაფშმა 25 მაისს გააკეთა.

„ამჟამად ჩვე რუსეთის მიერ აღიარებულნი ვართ, უკან დახევა არ იქნება,- აფხაზეთის ლიდერის ციტირებას ახდენს გაზეთი „კომერსანტი". - და ისიც, რომ აქ რუსული ბიზნესი შემოდის, ეს ჩვენ გვჭირდება და არა მათ. ჩვენ გვჭირდება სამუშაო ადგილები, ხელფასი, გადასახადები, დანგრეული მრეწველობის აღდგენა, რომლის აღდგენაც ჩვენ თავად არ ძალგვიძს, ასევე საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. პირფაპირი ინვესტიციები - ეს ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენი გზაა".

აფხაზეთის ლიდერის თქმით, ახალგაზრდა რესპუბლიკას მარავალი წლის განმავლობაში პირველად, გაუჩნდა შესაძლებლობა ყურადრება შიდა პრობლემებისათვის მიექცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა დაწყნარდეს. პირიქით, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა. „დიახ ჩვენ ჯერჯერობით გარდამავალ ეტაპზე ვართ, ჩვენ უარი ვთქვით უწინდელ სისტემაზე, მაგრამ ჯერ ვერ მივედით სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დონეზე, ვერც რუსეთთან და ვერც სხვა ქვეყნებთან.- ამბობს სერგეი ბაღაფში.- მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, არ აღორძინებულა ეკონმიკურად სწრაფად. ის, რომ დღეს რუსეთი გვეხმარება, ჩვენთვის ძალიან კარგია. ჩვენ ნელნელა ვაშენებთ კეთილდღეობის და თვითდაჯერებულობის მოდელს. იმისთვის რომ ეკონომიკა აშენდეს, დროა საჭირო. ასევე აუცილებელია სერიოზული პროგრამა, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ". აფხაზეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აუცილებელი გარეპოლიტიკური გამოცდილების მიღებაში ახალგაზრდა რესპუბლიკას წინააღმდეგობებს საქართველოს დასავლელი მეგობრები უქმნიან, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის აგრესიული რეჟიმის ტერიტორიულ ამბიციებს. მაგრამ სოხუმს სირთულეების არ ეშინია. „დროა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ გვაღიაროს დანარჩენმა მსოფლიომ,- თვლის ბაღაფში.- ჩვენ ჯერჯერობით რთული ურთიერთობები გვაქვს ევროპასთან, ჩვენ არ გვაღიარებენ, არ გვაძლევენ ვიზებს, ეს ფარული სანქციებია ჩვენს წინააღმდეგ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ავაგებთ ჩვენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას. რათა საერთაშორისო საზოგადოებას შეეძლოს იმის თქმა, რომ : დიახ, ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ ითვლებოდნენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტად".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100