RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო: აღლუმს ოპოზიცია სარდლობს

28.05.2009  |  10:37

2860.jpegსაქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მორიგი რეკორდი დაამყარა ანტიურუსულ რიტორიკაში და ბოლოს განაცხად, რომ ქვეყანა ნათელი მომავლისკენ მიჰყავს. ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი სკანდირებდა ლოზუნგს "სააკაშვილი - ჩვენი პრეზიდენტი არ არის!" და მის გადადგომას მოითხოვდა.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ 26 მაისი საბედისწერო დღე უნდა ყოფილიყო საქართველოს ისტორიაში. მგრამ ჯერ მხოლოდ ერთი რამის კონსტატირება შიძლება: შეურიგებელმა მოწინააღმდეგეებმა - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა - ამ დღეს საკუთარი სიჯიუტის და პოზიციების პოლარულობის დემონსტრირება მოახდინეს. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა რიგ ტრადიციად ქცეულ საზეიმო ღონისძიებებზე, მათი თქმით იმისათვის, რომ კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინათ, ამის გარეშეც რადიკალიზმისკენ მიდრეკილი ოპოზიცია. მაგრამ ყველა ცერემონიაზე უარის თქმაც, არ ჩათვალეს საჭიროდ.

თუ კი მიხეილ სააკაშვილმა სამი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღეს გახსნა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, 2009 წელი სამხედრო სასაფლაოს გახსნით აღინიშნა, მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოს ადგილას, სადაც დასაფლავებული არიან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცები. ტრადიციისამებრ სააკაშვილმა ყველა უბედურებაში რუსეთი დაადანაშაულა და საკუთარ ხალხს ნათელ მომავალს დაჰპირდა. გამოთქმებს მიხეილ სააკაშვილი არ მორიდებია:"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ დღეს, რომლის აღნიშვნა 2009 წლის 26 მაისს ჩვენი მტრის მიზნებში არ შედიოდა,- მის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.- მინდა შეგახსენოთ, რომ გასული წლის 12 აგვისტოს რუსული ტანკები თბილისის შემოსასვლელთან იდგნენ, რუს გენერლებს ჰქონდათ ბრძანება აეღოთ თბილისი... გაეთელათ ფეხქვეშ ხუთჯვრიანი ქართული დროშა და სამუდამოდ დაესამარებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა... ანუ აღედგინათ საბჭოთა კავშირი... დღემდე ვებრძვით ჩვენ იმ საზიზღრობას რაც რუსულმა იმპერიამ დაგვიტოვა და ეს საზიზღრობა გვებრძვის ჩვენ, დღემდე".

მისი სტყვებით, საქართველო დადგება ფეხზე და გააგრძელებს ბრძოლას. "ჩვენი გარდაცვლილი გმირებისთვის ყველაზე დიდი პატივის მიგება იქნება წარმატებული, წინ წასული, თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველო. ჩვენ იმ მტერსაც გავაოცებთ, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენი ქვეყნის ნგრევა გარდაუვალია..."- დაასრულა მხურვალე სიტყვა სააკაშვილმა.

შემდეგი საზეიმო ღონისძიება სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა იყო. სწორედ მათთვის შეეცადა მიხეილ ნიკოლოზის ძე აეხსნა, ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების ქვეყანაში, ამ ღირსშესანიშნავ დღეს თუ რატომ ტარდება საპროტესტო აქცია. ამ დროისათვის პაიჭაძის სახელობის თბილისის სტადიონზე 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შეუერთდა კოლონა რეგიონებიდან, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში თბილისისკენ მოემართებოდა და რომელსაც მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) მოუძღვოდა. თუმცა სტატისტიკა როგორც ყოველთვის, ფრიად პოლიტიზირებული აღმოჩნდა: სახელისუფლებო მედია 30-40 ათას ადამიანს ასახელებს, ოპოზიციური - ასი ათასს, დამოუკიდებელი დამკვირვებლები - 60 ათას ადამიანს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100