RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზური ეკონომიკა სიჩქარეს კრეფს

29.05.2009  |  14:04

2881.jpegრუსული კომპანია "როსნეფტი" დაკავდება აფხაზეთში ნავთობისა და გაზის ძიებით. ამის შესახებ 26 მაისს განაცხადა ამ კომპანიის ხელმძღვანელმა სერგეი ბოგდანჩიკოვმა პრეზიდენტ სერგეი ბაღაბშთან შეხვედრის შემდეგ.

"განსაზღვრულია მუშაობის ჩარჩოები ორი მიმართულებით,- აცხადებდა ბოგდანჩიკოვი.- პირველ რიგში ეს არის ძიება, დაზვერვა და შემდგომში დამუშავება გაზის და ნავთობის საბადოებისა. მორე რიგში, ეს არის ჩვენი კომპანიის პროდუქციის შეძენა და რელიზაცია, ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩვენი ავტოგასამართი კომპლექსების მშენებლობა. აფხაზეთის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის გაწევას ვაპირებთ, ისევე როგორც ამას ვაკეთებთ რუსეთში".

რუსული კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ეს ორი მიმართულება დაეხმარება სერიოზული თანხების ინვესტირებას აფხაზეთში, რომელსაც უკვე შეუძლია დაიკვეხნოს კარგი "საინვესტიციო კლიმატით". "თქვენი ავტოგასამართი სადგურები კარგ შთაბეჭიდლებას ახდენს - აკურატული, სუფთა, შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს,- აღნიშნა სერგეი ბოგდანჩიკოვმა.- ჩვენ აქ იმისთვის არ მოვდივართ, რომ ვინმეს ბიზნესი წავართვათ. ჩვენ განვითარება გვსურს. ჩვენ ვხედავთ, რომ რეპუბლიკა ვითარდება, აქ არის უნიკალური თავისი სირბილით საგადასახადო კლიმატი, რაც ბიზნესმენებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა". კომპანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდება.

სერგეი ბოგდანჩიკოვმა და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს 5 წლიან მემორანდუმს მიზნების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, სამუშაოპები შავი ზღვაში ტუაპსეს წინ დაიწყება 2010 წელს. რაც შეეხება სამუშაოებს ხმელეთზე, სერგეი ბაღაბშის თქმით, ეს საკითხი ჯერ არ განიხილება. როგორც ჩანს, ეკოლოგიის გამო.

სხვათა შორის, რუსეთის და აფხაზეთის მხარეები აპირებენ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას პროდუქტის უსაფრთხო მოპოვებაზე. "ჩვენ სექტემბერში აფხაზეთის მოქალაქეეების დიდი ჯგუფის მოწვევას ვაპირებთ, მათ შორის პარლამენტის, პრესის, ოპოზიციური პარტიების, ეკოლოგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისას, რათა მათ მოინახულონ ჩვენი ობიექტები სახალინზე, სადაც პირობები ბევრად უფრო მგრძობიარეა. ჩვენ ვაჩვენებთ, თუ როგორ ვახდენთ საზღვაო პროექტების რეალიზებას 14 წელია და დარწმუნდებით,რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცულია".

იმის შესახებ, რომ ნედლეულის მოპოვებამ არ უნდა იქონიოს რესპუბლიკის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენა კრისტინა ოზგანმაც განაცხადა: "კომპანია გვპირდება, რომ გამოიყენებს უახლს მეთოდებს და ტექნოლოგიეებს. როდესაც დაიწყება შეთანხმებების კონკრეტული პროექტების რეალიზება, მხარეები დაადგენენ წესრიგს, იურიდიულ ფორმას, გადახდის პირობებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან. პროექტების რეალიზების ეტაპებზე შედგება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც გაივლის ექსპერტიზების ყველა ეტაპს, აფხაზეთის ეკოლოგიის სამსახურიც ამაში უშუალო მონაწილოებას მიიღებს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100