RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჩვენიანები და უცხოები. დადგება მშვიდობა?

01.06.2009  |  10:35

2887.jpegდამოუკიდებლობის დღე გარკვეული თვალსაქზრისით ეტაპური გახდა. მან ქვეყანა ჩვენიანებად და უცხოებად დაჰყო. ხელისუფლებამ დაგეგმილი ღონისძიებები ჩაატარა, თუმცა დღის წესრიგიდან აღლუმი ამოიღო. ოპოზიციის ათი ათასობით თეთრ მაისურში ჩაცმული მხარდამჭერი სკანდირებდა:"მიშა წადი!". ბევრმა ქართველმა კი ეს დღე სახლში აღნიშნა, საოჯახო წრეში ტელევიზორებთან, ფიქრებში: როდის დამთვარდება ეს ყველაფერი, რომ მშვიდად მოახერხო ბავშვების გასეირნება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ დღეს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.მან მემორიალი გაუხსნა 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ ჯარისკაცებს, შემდეგ წავიდა ერთ-ერთ თბილისურ სკოლაში, რათა ახალგაზრდა თაობისთვის მოეყოლა ქვეყნის ამბები. მისი განცხადებებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ გადადგომას სულაც არ აპირებს, ოპოზიციონერებით ქვეყნის ყველა სტადიონიც რომ გაივსოს. „მიტინგს სამსახურიდან გათავისუფლებული ხალხი ატარებს",- განუმარტა მოსწავლეებს. დღის დასასრულს მან ქვა ჩადო სანავიგაციო კოშკვში „თავისუფლების შუქურა" და შეკრებილებს განუმარტა, რომ ეს ევროპის ყველაზე მაღალი შენობა იქნებოდა.

თბილისში კი რევოლუციის ცეცხლი აგიზგიდა. მომიტინგეებმა სამი საათის განმვლობაში გადაკეტეს რკინიგზა. ისინი დაიმუქრნენ, რომ მალე აეროპორტსაც გადაკეტავდნენ. აქციის მოანიწლეებმა აღნიშნეს, რომ მიტინგები მშვიდობიან ხასიათს ატარებს. პარლამენტის შიდა ეზოში კი ღამით სპეცრაზმმა დაიწყო დალაგება. 2007 წლის მოვლენების განმეორებისგან საქართველო ღმერთმა იხსნა. ღამით თბილისში წვიმა საიწყო. დასველებულმა ოპოზიციონერებმა თბილისის სადგურზე რკინიგზის გზები გახსნეს.

ოპოზიციის მიზნებზე რკინიგზისა და აეროპორტის დაბლოკვის თაობაზე ჰანაცხადა პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ. ექპერტებს ეშინიათ, რომ დედაქალაქში სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. ამ შიშ საძლიერებს ის, რომ ყველა მოწოდება მოლაპარაკებებისკენ მხოლოდ აძლიერებს რადიკალიზმის ტალღას. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ხალხი ოპოზიციის ლიდერებისგან გადამწყვეტ მოქმედებებს ითხოვდა. ოპოზიციისთვის გადაცემულ ერთ-ერთ წერილში საუბარი იყო ტელევიზიის შენობის აღებაზე.

ნინო ბურჯანაძემ და დავით გამყრელიძემ ხალხს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს და თხოვეს, რომ საერთო მიზნის მისაღწევად დამოლრჩილებოდნენ ოპოზიციის გეგმას. ლევან გაჩეჩილაძემ თავის მხრივ განაცხადა: „ჩვენ არსად შევიჭრებით და არ ვაპირებთ რომელიმე შენობის შტურმით აღებას. ამის გაკეთება რომ გვდომებოდა, არაერთხელ გავაკეთებდით კიდეც".

მაგრამ როგორც თვითმხილველები ყვებიან, ორგანიზატორების გამოსვლას ფარავდა წამოძახილები ბრბოდან: „რისთვის მოვედით მაშინ აქ, თუკი არავინ აპირებს კონკრეტული ზომების მიღებას?" მანიფესტანტები ილია მეორის მიმართვითაც უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ."რისთვის მივედით პატრიარქთან, ეს ხელისუფლებასთან შერიგების მოწოდება რომ მოგვესმინა?"- უკმაყოფილო იყო ბევრი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100