RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კრიტიკა არ უნდა იყოს დესტრუქციული

01.06.2009  |  10:40

2888.jpegამ ბოლო დროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოპოზიციური ძალები გააქტიურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად მომწიფებული საზოგადოების წარმოდგენა შეუძლებელია ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკის გარეშე, დაუმორჩილებელთა გამოსვლები ახალგაზრდა რესპუბლიკებში საქართველომ შეიძლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

ამის შესახებ 26 მაისს განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ ზატულინმა, „არ ღირს სამხრეთ ოსეთში დანიშნული არჩევნების ლეგიტიმურობასა და დემოკრატიულობაში ეჭვის შეტანა. ყველა საწინააღმდეგო აზრი საქართველოდან მოდის, რადგან მას აღარ რჩება სამხრეთ ოსეთის დაბრუნების იმედი. სწორედ ამასთან დაკავშირებით იქმნება საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლებელი სიძნელეები".

კონსტანტინ ზატულინის თქმით, მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის თავის პოლიტიკურ კურსს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. „თუმცა ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ჩვენ სიტყვას ან ქმედებას, რომელსაც რაიმე წონა აქვს, მომენტალურად იქნება დაჭერილი და გამოყენებული, როგორ რუსეთის მომხრეების, ისე მისი მოწინააღმდეგეების მიერ".

„სიტყვასა და ქმედებაში" ზატულინი, როგორც ჩანს, გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის ნათქვამს, რომელმაც განაცხადა: „არჩევნები სამხრეთ ოსეთში იმის დამამატკიცებელი იქნება, რომ კონსტიტუცია გადაუხვეველია და მისი შეცვლა რაიმე პოლიტიკური თვალსაზრისით ყოვლად დაუშვებელია". სამხრეთ ოსეთში ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ეს ნათქვამი იმ აზრით გაიგეს, რომ თურმე მოსკოვი არ არის დაინტერესებული ედუარდ კოკოითის მესამე ვადით არჩევით. რასაც სასწრაფოდ მოეჭიდნენ თბილისშიც. რაც არცაა გასაკვირი. საეჭვოა საქარათველოში ნარიშკინის სიტყვებისთვის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის განვითარების მნიშვნელობა მიენიჭებინათ.

„ჩვენი ქვეყანა დაინტერესებული არის, რომ შენარჩუნდეს სახმრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიღწეული სტაბილურობა,- ამბობს კონსტანტინ ზატულინი.- ამიტომაც მე რბილ ფორმებში ვურჩევ ზოგიერთ ოპოზიციის წარმომადგენელს გამოხატოს თავისი აზრი ისე, რომ ამან გავლენა არ იქონიოს რუსეთსა და ახლად ცნობილი სახელმწიფოების ურთიერთობაზე."

ანალოგიური სურათია აფხაზეთშიც. ამ დღეებში აფხაზურმა ოპოზიციამ ლამის სერგეი ბაღაბშის გადადგომა მოითხოვა, რომელსაც ოპოზიციონერები რუსეთთან მოლაპარაკებაში ადანაშაულებენ, რომელიც თურმე აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს ექინააღმდეგება.

კრიტიკა დაიმსახურა საზღვრების ერთობლივმა დაცვამ, რუსული კომპანიისთვის აფხაზური რკინიგზის გადაცემამ, „სოჭი-2014" ოლიმპიადის მზადებაში მონაწილოებამ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებამ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100