მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ნატოს „ქართული ბანქო“
01.06.2009 | 10:53ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ოსლოს სამიტზე მიიღო ნატო-საქართველოს კომიტეტის შექმნის გადწყვეტილება. მონაწილე ქვეყნების პარლამენტარებმა რუსეთის გასული წლის აგვისტოს საქციელი განსაჯეს. ამასთანავე საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი დიდი ხნით არის გადადებული.
ალიანსის დოკუმენტში რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, როიმელიც ასამბლეის სესიის შედეგებით მიიღეს და შედგება 48 პუნქტისგან, არ არის მინიშნებაც კი დიპლომატიურობაზე. როგორც „როსბალტი" იუწყება, მასში საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ინტერვენცია და შეიჭრა იქ. თანაც დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატოს სურს მოსკოვთან თანამშრომლობა, მაგრამ არა ალიანსის მხრიდან პრინციპული დათმობების ხარჯზე. ნატოს ქვეყნების პარლამენტარების აზრით, „რუსეთი ალიანსი გაფართოებას საკუთარ ინტერესებში შეჭრად მიიჩნევს და იყენებს საეჭვო ხერხებს, რომ სამხედრო ბლოკში საქართველო და უკრაინა არ შეუშვას".
საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტის პუნქტები საკმაოდ სადავოა. პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმი იმავე დასავლეთში უკვე საკმაოდ არასახარბიელო შეფასებებს იღებს. რად ღირს მარტო გერჰარდ შრიოდერის განცხადება, როდესაც მან სააკაშვილს ავანტიურისტი უწოდა. მეორე რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე აღარ უჭეერენ მხარს საქართველოს ახლანდეი ხელისუფლების ამბიციებს და გაგებით ეკიდებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს. მაგალითად, ახალგაზრდა რესპუბლიკის წარმომადგენლები მიიწვიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავის უკანასკნელ მოხსენებაში 18 მაისს აფხაზეთი არ მიაკუთვნა საქართველოს.
როგორც ჩანს, სამხედრო ბლოკი თავისი არსებობის გამართლების მიზეზს ეძებს. ხოლო თუკი ასეთი არ არსებობს, მას იგონებენ. დაფიქრდით რამდენი ჩინოვნიკი იკვებება ნატოთი? რამდენი პოლიტიკოსი იკეთებს კარიერას კონფრონტაციის ლოზუნგებით? და თუკი ადრე ისინი მსოფლიოს თვალს უხვევდნენ „საბჭოთა საფრთხით", ახლა ცდილობენ რუსულით დააშინონ ყველა. თანხებში ეს ხალხი არ იზღუდება. მათი მთავარი მიზანია მოსკოვის და ვაშინგტონის გადატვირთვის ჩაშლა. ამიტომაც აგზავნიან რუს დიპლომატებს, რომლებიც ნატოს შტაბ-ბინაში მუშაობენ, ამიტომაც ავლენენ საღ აზრს მოკლებულ სიჯიუტეს, როდესაც საქართველოში სამხედრო წვრთნებს ატარებენ. უნდა გაგვიკვირდეს ამის შემდეგ კიდევ ერთი ანტირუსული დოკუმენტის გამოჩენა?
გასაკვირია სხვა რამ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ მსჯელობისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ დოკუმენტურად დააფიქსირა, რომ საქართველოს ბლოკში შესვლა შორეული პერსპექტივაა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info