RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არჩევნები სამხრეთ ოსეთში: თბილისის იმპერიული სინდრომი

01.06.2009  |  10:58

2892.jpegსამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებამდე, რომლებიც 31 მაისს გაიმართება, საქართველოა აცხადებს იმის შესახებ, რომ არჩევნები თურმე უკანონოდ ტარდება და მათი რეზულტატების ცნობა არ მოხდება. ცხინვალს ამაზე საკუთარი არგუმენტირებული პასუხი აქვს.

„ეს არჩევნები უკანონო იქნება ყველასთვის, გარდა მოსკოვისა, რადგან მხოლო რუსეთმა ცნო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა,- განაცხადა 25 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.- არჩევნები, რომლებიც 31 მაისს შედგება, ვერ შეცვლის საქართველოსა და მსოფლიოს საზოგადოების პოზიციას ამ არაღიარებული რესპუბლიკისადმი".

ქართველი დიპლომატი არა დიპლომატიურად ცდილობს ყველას შეცდომაში შეყვანას, როდესაც სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იყენებს სიტყვას „არაღიარებული". რუსეთისა და ნიკარაგუას მიერ ამ რესპუბლიკის ცნობის შემდეგ თავმოყვარე დიპლომატი ამ სიტყვას არ გამოიყენებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ სურს სასურველი სინამდვილედ გაასაღოს.

მეზობლის მორიგმა გამოხტომამ ოფიციალური ცხინვალის რეაქციაც გამოიწვია. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ქართველ კოლეგას უპასუხა: „რესპუბლიკის პარლამეტში არჩევნები უკვე მეხუთედ ტარდება სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციისა და საპარლამენტო რესპუბლიკის არჩევნების კანონების დაცვით,- იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი მედიისა და ინფორმაციის სამინისტრო.- ისინი ტარდება ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინებით და იქნება სრულიად გამჭვირვალე და დემოკრატიული. საქართველო ცნობს თუ არა ჩვენს არჩევნებს ეს მათი პრობლემაა. მთავარია, რომ ის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა ცნონ". ჯიოევის თქმით, კაჭკაჭიშვილის განცხადება საერთოდ არ ეხება მიმდინარე პროცესებს. „მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თავის თავზე ძალიან ბევრს იღებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების სახელით გამოდის",- აღნიშნა მურატ ჯიოევმა.

მართლაც, თბილისს ამ ბოლო დროს გაუჩნდა ჩვევა ისაუბროს თავის მაგივრადაც, ევროკავშირის მაგივრადაც და ეუთოს მაგივრადაც. უკანასკნელ დრომდე საქართველოში გაეროს მდუმარე თანხმობის იმედიც ჰქონდათ. თუმცა ორგანიზაციის გენერალური მდივნის პან გი მუნის უკანასკნელი განცხადება თბილისისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

ახლა კაჭკაჭიშვილი ირწმუნება, რომ საერთაშოირო სორგანიზაციები არ ცნობენ სამხრეთ ოსეთის არჩევნებს. შეიძლება ასეც არის. თუმცა ვის ხვდებიან ცხინვალში ოფიციალური ვიზიტით ჩასული ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლები კავკასიაში პიერ მორელი და ხარალამპოს ხრისტოპულოსი?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100