RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი: მუშტების ქავილი - დანების ლაპლაპი

02.06.2009  |  10:24

2907.jpegქართული ოპოზიცია კვლავ უსიამოვნებას გადააწყდა. გარკვეული სიჩუმის შემდეგ განმეორდა პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტი. „უცნობები" პოლიციელები აღმოჩნდნენ. დანით მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში მიიყვანეს.

არსებობს იმ მოვლენების ორი ვერსია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მოხდა, სადაც თვენახევარზე მეტია ოპოზიციონერები საპროტესტო აქციებს ატარებენ. თუკი პოლიციელებისა და ოპოზიციონერების ნათქვამებს გავაერთიანებთ ასეთი ისტორია გამოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პარლამენტთან მიტინგს ვიდეოკამერით იღებდა. ოპოზიციონერებს ეს არ მოეწონათ და იგი უახლოესი სახლის სადარბაზოში შეათრიეს. პოლიციელმა მობილურით თავის კოლეგებს დაურეკა და ისინიც დასახმარებლად წამოვიდნენ.

ტელეკომპანია „მაესტროს" ვიდეოკადრების მიხედვით, დაახლოებით 20 თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი იყვნენ სამოქალაქო ფორმებით და ხელკეტებით. ისინი, ოპოზიციონერთა თქმით თავს დაესხნენ სახალხო პატრულს.

შინაგან საქმეტა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეებმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს 5 პოლიციელს, კიდევ 3 მათგანი სცემეს."მაესტროს" მონაცემებით, დაშავებულია ათ მომიტინგეზე მეტი. თავდამსხმელები გარბიდნენ, როდესაც ოპოზიციონერებს დახმარება წამოეწიათ. ახლა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერებს შორის შეტაკებაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ხულიგნობისა" და „ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების" მუხლით.

დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში მოხვდნენ. მიხაილოვის საავადმყოფოს ქალა-სახის ქირურგიის განყოფილების ექიმმა ბექა ბაკურაძემ აღნიშნა, რომ მათ აქვთ დაზიანებები ქალა-სახის მიდამოებში. ამ მომენტისთვის, 6 ადამიანი უკვე გაწერილი იყო. დარჩენილებს, რადიო „თავისუფლების" ცნობით, დანით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები, თანაც ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

ეროვნული დაუმორჩილებლობის კამპანიის განმავლობაში ოპოზიციონერებსა და პოლიციელებსა თუ უცნობებთან შეტაკების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. უკანასკნელი სეიროზული ინციდენტი იყო ქუჩის ლიდერების თავდასხმა სინაგან საქმეთა სამინისტროს სენობაზე. როდესაც ბრბო ძალით ცდილობდა დაკავებული სამი აქტივისტვის გათავისუფლებას, პოლიცილიებმა პასუხი ხელკეტებით გასცეს. საბოლოოდ საავადმყოფოში 29 ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმა გია გაჩეჩილაძე, ერთი ჟურნალისტი და 6 პოლიციელი.

ოპოზიციამ მომენტით ისარგებლა და შეეცადა გაეაქტიურებინა მიტინგებისგან დაღლილი საქართველოს მოსახლეობა და განაცხადა, რომ „სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დასასრული ახლოვდება". თუმცა ხელისუფლებასთნ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია აღარ მომხდარა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100