RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპა კავკასიური პრობლემების გადაწყვეტას წელავს

02.06.2009  |  10:28

2909.jpegქართულ სოფელ დვანში ჩატარდა საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, ევროსაბჭოს და ეუთოს წარმომადგენელთა შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს შეთანხმება „ინციდენტების აღმოფხვრის მექანიზმების შესახებ", რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე შეიმუშავეს.

„შეხვედრა რთული იყო, განხილვა დაძაბულად მიმდინარეობდა",- განაცხადა სამხრეთ ოსეთის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა. მისი თქმით, მხარეები მაინც ვერ მივიდნენ ერთიან აზრამდე ორგანიზაციულ საკითხებში, კონკრეტულად კი თავმჯდომარეობაზე და მომავალი მოლაპარაკებების გამართვის ადგილზე. „ევროსაბჭომ, ეუთომ და საქართველომ სავსებით კონსოლიდირებულად შემოგვთავაზეს, რომ თავმჯდომარეები ყოფილიყვნენ ეუთო და ევროსაბჭო, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდით. ჩვენი წინადადება იყო, რომ ეს მოვალეობა შეესრულებინათ რუსეთისა და ევროსაბჭოს წარმომდაგენლებს,- აღნიშნა ჩიგოევმა.- ჩვენი პოზიცია იქიდან გამომდინარეობს, რომ მედვდევი-სარკოზის შეთანხმება აღმოჩნდა საბაზისო არა მხოლოდ ამ შეხვედრებისთვის, არამედ ჯენევის დისკუსიებისთვისაც. სავსებით ლოგიკურია, რომ ამ შეხვედრებს გაუძღვნენ რუსეთი და ევროსაბჭო. ჯერ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიპოვეთ მხარდაჭერა ჩვენს ოპონენტებში. მაგრა ვთვლით, რომ ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად ლოგიკურია და არ გადავალთ მას".

რაც შეეხება მოლაპარაკებების ადგილს, ევროსაბჭო და ეუთო დაჟინებით მოითხოვენ შეხვედრების ჩატარებას საზღვრის ორივე მხარეს, მაშინ როდესაც სამხრეთ ოსური მხარე ამას საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევს. „ჩვენ სავსებით სამართლიანად გამოვდივართ მედვედევი-სარკოზის შეთანხმებიდან, სადაც მკაფიოდ არის დაწერილი, რომ მექანიზმების რეალიზება მხოლოდ რუსეთის ჯარის საქართველოდან გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი,სამხრეთ ოსეთის საზღვართან,- ამბობს მერაბ ჩიგოევი.- ამგვარად, ეუთოსა და ევროსაბჭოს არანაირი ლოგიკური საფუძველი არ აქვს, რომ ეს მოითხოვოს".

საინტერესოა, რომ საერთაშორისო მისიებმა ბოლო შეხვედრაზე ფაქტიურად ხელი მოაწერეს თავიანთ უმოქმედობას და პირდაპირი მოვალეობების შეუსრულებლობას. საქმე ისაა, რომ დვანში ქართულმა მხარემ დაადასტირა ქართულ ციხეებში 7 სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ყოფნა. მათგან ერთი უკვე გასამართლებულია, დანარჩენების საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს. ეს კი იმ შუაშია, რომ ცხინვალმა არაერთხელ მიმართა ევროპას ამ ხალხის გამო. „ახლა ჩვენ მკაცრად დავაყენეთ საკითხი ევროსაბჭოსა და ეუთოს წინაშე, რომლებიც ამ ხალხის ბედ-იღბალში არასაკმარის მონაწილეობას იღებენ. ამასთანავე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუკი ჩვენი სრულებით კანონიერი მოთხოვნები არ გადწყდება, მაშინ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას და უარს ვიტყვით შეხვედრების შემდგომ ჩატარებაზე ასეთ ფორმატში",- განაცხადა ჩიგოევმა.

მოთხოვნები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები უყენებენ დასავლეთს, სავსებით საფუძვლიანია. სხვანაირად გაუგებარია საერთოდ რა მიზნით იმყოფებიან ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლები რეგიონში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100