RSS
на русском en in english
17.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დასრულდა ნატოს ყველაზე სკანდალური წვრთნები

03.06.2009  |  10:21

2926.jpegსაქართველოში დასრულდა ნატოს წვრთნები Cooperative Longbow 09/Cooperative Lancer 09, რომლებიც ტარდებოდა ვაზიანის პოლიგონზე 6 მაისიდან. ეს სწავლებები უკვე შევიდა ისტორიაში,როგორც ყველაზე სკანდალური.

ნატოს წვრთნებში მონაწილოება მიიღო დაახლოებით 700-მა სამხედრო მსახურმა 13 ქვეყნიდან. სამხედრო მანევრები ორ ნაწილად იყო გაყოფილი - თავიდან 6-დან 19 მაისამდე ტარდებოდა საშტაბე წვრთნები. სამხედროების მთავარი ამოცანა იყო კარგად განევითარებინათ პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივი მუშაობის უნარები კრიზისულ სიტუაციებში. სავარჯიშოებში ამოქმედებული იყო კავშირის თანამედროვე მოწყობილობები, ასევე სადაზვერვო აპარატურა. მეორე სტადია - საველე წვრთნები - კიდევ 10 დღეს გაგრძელდა, რომლის დროსაც ჯარისკაცები ამუშავებდნენ სამშვიდობო ოპერაციებს ბატალიონების დონეზე.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნატოს წევრი ქვეყნებისა და მისი პარტნიორების სამხედრო მსახურები დაიწყებდნენ საქართველოს დედაქალაქში შეკრებას, წვრთნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს სომხეთმა, ლატვიამ, ესტონეთმა, ყაზახეთმა, მოლდოვეთმა, სერბეთმა და შვეიცარიამ. ეს უბრალოდ არ მომხდარა.

ჯერ კიდევ აპრილში რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა სამხედრო მანევრების ჩატარებას თბილისში უწოდა „ალიანსის ჩარევა ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციები წამოიწყო". „გვერდიდან ეს წვრთნები ჰგავს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას, არამედ საქართველოს ოპოზიციის გამოწვევას, რაც ყველაზე მთავარია - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და რუსეთის, რომელსაც არ შეუძლია ამ სიტუაციაზე რეაგირება. სააკაშვილის წახალისების ნებისმიერი მცდელობა სასტიკად გამოიყურება იმ მსხვერპლთან დაკავშირებით, რაც მის ნაპოლეონისებრ ამბიციებს შეეწირა",- აღნიშნა მაშინ რუსმა დიპლომატმა.

ამასთან დაკავშირებით მოსკოვმა ბრიუსელს წვრთნების ცოტა ხნით გადადება თხოვა. „ნატოს მონაწილეობის დემონსტრაცია იმაში, რაც ეხება ქართულ რეჟიმს, ალბათ, სწორ ნიშნას არ მისცემს მათ, ვისაც ნამდვილად სურს კავკასიაში სტაბილიზაციის მიღწევა",- ამბობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მოუწოდებდა თბილისის პარტნიორებს, რომ გაეკეთებინათ სწორი დასკვნები აგვისტოს მოვლენებიდან და გაეგოთ, რომ საქართველოს შეიარაღება სახიფათოა. თუმცა ნატოს წარმომადგენლების პასუხები მხოლოდ იმაზე მეტყველებდნენ, რომ წვრთნები დიდი ხნის დაგგემილი იყო, რომ ისინი მიმართული იყო პარტნიორობისკენ მშვიდობისთვის და ბოლოს ცინიკურად შესთავაზეს რუსეთს მანევრებში მონაწილეობის მიღება.

მოსკოვი, ბუნებრივია, არ დათანხმდა - როგორ სეიძლებოდა საქართველოში იმ ქვეყნის წარმომადგენლები წასულიყვნენ, რომლის სამშვიდობოებიც იხოცებოდნენ ქართული ტყვიებით და ტანკებით?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100