RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ჯარი ავღანეთისკენ მიიწევს

05.06.2009  |  17:03

2955.jpegქართული პოლიტელიტა სულ ცდილობს საქართველოს ნატოში შეყვანას. ხელისუფლებამ მიიღო ამ წელს სამსვიდობო კონტიგენტის ავღანეთში გაგზავნის გადაწყვეტილება. ამის შესახებ 3 მაისს განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ. სჭირდეთა თუ არა ასეთი პრობლემური პარტნიორი ალიანსს?

„ჩვენი ქვედანაყოფი მონაწილოებას მიიღებს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთსი ნატოს ეგიდით ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში,- აცხადებდა სიხარულიძე.- საქართველო მზად არის შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია ამ ოპერაციის მხარდასაჭერად".

ქართველი თავდაცვის მინისტრის ვოიაჟი ოკეანის მიღმა უკვე 3 დღეს გრძელდე.ა 2 ივნისს დავით სიხარულიძე შეხვდა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს კონ მაკკეინის, ხოლო მეორე დღეს ამერიკის სენატის წარმომადგენლებს. სხვათა შორის, მაკკეინმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიატოვოს დემოკრატიული ქვეყნები და საქართველოს მხარდაჭერის პირობა დადო. დღეისთვის სიხარულიძეს დანიშნული აქვს შეხვედრა პენტაგონის იდერთან რობერტ გეიტსთან. აღვნიშნავთ, რომ სიხარულიძეს ვაშინგტონისთვის არაფერი ახალი არ უთქვამს. ჯერ კიდევ თებერვალში შეპირდა ქართველი მინისტრი ქართული ქვედანაყოფის გზაგზავნას ავღანეთში და ნატოს ქართული ტერიტორიების გამოყენება შესთავაზა ამ ოპერაციისთვის. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საქართველო დაჟინებიტ ცდილობს იმის მიღწევას, რომ ეს კეთილი ნების ჟესტი ალიანსმა შესაფერისად შეაფასოს.

ჯერჯერობით ჩრდილოატლანტიკური ბლოკი არც ისე დიდი ენთუზიაზმით რეაგირებდა ქართულ ინიციატივებზე. ოფიციალური თბილისი, თავის მხრივ, ყველანაირი ძალებით ცდილობს მფარველის ნდობის მოპოვებას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ალიანსში გადამწყვეტი ხმა ამერიკაზეა, ქართველი პოლიტიკოსებიც პირდაპირ ვაშინგტონზე მოქმედებენ. ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მოვიდა დრო, როდესაც საქართველო და ამერიკა კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა გადავიდნენ. „ეს კონკრეტული ნაბიჯები და თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები აღნიშნულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში, რომელსაც საქართველომ და ამერიკამ ახლახან მოაწერეს ხელი. მოვიდა ამ ქარტიის ამოქმედების დრო". სწორედ ქარტიის პუნქტების განსახილველად ჩავიდა ამერიკის დედაქალაქში დავით სიხარულიძე.

რითი დასრულდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ძნელი სათქმელია. თუმცა ახლა ვაშინგტონისგან თბილისი ბევრს არაფერს უნდა ელოდოს.

ალიანსი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებით, რომელიც სააკაშვილის აგვისტოს სამხედრო ავანტიურით არის გაფუჭებული.

საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს ნატოსთვის ბევრად მეტის მიცემა შეუძლია, ვიდრე ქართულ როტას ქაბულის შემოგარენში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100