RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი ბანკებისგან ისესხებს სოციალური საჭიროებეისთვის

05.06.2009  |  17:08

2958.jpegსაქართველოს კატასტროფულად არ ყოფნის თანხები. ფინანსურმა ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვა - გადაწყვიტეს გამოეშვათ სახელმწიფო ვალდებულებები და მათი ბანკებისთვის მიყიდვის ხარჯზე შეევსოთ ბიუჯეტი. ექსპერტებს ასეთი გადაწყვეტილების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ.

საქართველო სულ მალე პენსიებს და დახმარებებს ვეღარ გასცემს. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე ზედიზედ მეორე თვეა ცდილობს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის შესრულებას. როგორც უწყებაში განაცხადეს კრიზისისა და პოლიტიკური საპროტესტო აქციების ფონზე სახელმწიფო ხაზინაში თანხების შესვლა შესამჩნევად შემცირდა.

აპრილში დანაკლისმა 500 000 ლარი შეადგინა. მაისში კი ეს თანხა 7 000 000 ლარამდე გაიზარდა.

ივნისში შემოსავლების ზრდის ლოდინი არ ღირს, თუკი არ გამოსწორდება პოლიტიკური სიტუაცია, განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფოსმა გრიგოლ გობეჯიშვილმა.

საერთაშორისო ექსპერტების მიერ ნავარაუდევი მშპ-ს 1%-იანი ზრდის მაგივრად საქართველოს ხელისუფლებამ უკვე იწინასწარმეტყველა ეკონომიკური ზრდის შემცირება 1.5%-ით.

კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო საბანკო და საფინანსო სექტორს, თვლის ექსპერტი ვაჟა ბერიძე.პრობლემური კრედიტების ზრდამ შიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ხალხის დიდი ნაწილი ქუჩაში დარჩეს. ბერიძე ასევე შეშფოთებულია იმით, რომ ქვეყანაში შემცირდა ექსპორტი და იმპორტი, ხოლო საპროტესტო აქციებმა საქართველოში ინვესტიციების ნაკადი შეამცირა. ამ ყველაფერმა ერთად ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია.

როგორ დავუბრუნოთ ეკონომიკას ზრდის ტენდენცია, თუკი ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნის შესრულებას სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გადაყენების შესახებ? ჩინოვნიკებმა ეკონომიკის სტიმულირების მთელი პაკეტი შეიმუშავეს. ერთ-ერთი შეთავაზებული ინოვაცია იყო სახაზინო ქაღალდების გამოშვება.

ბანკებისთვის სახელმწიფო ვალდებულების მიყიდვით სააკაშვილი მიიღებს „ცოცხალ" ფულს, რათა დააფინანსოს სოციალური ვალდებულებები და ინფრასტრუქტურის პროექტები. თორემ ეროვნული უკმაყოფილების ტალღა მის რეჟიმს წალეკავს.

სახელმწიფო გეგმავს სახაზინო ქაღალდების მეშვეობით 250 000 000 ლარის მოზიდვას. ამის შესახებ 1 ივნისს განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა. ბანკებისთვის სესხის დაბრუნებას 3-4 თვეში ვარაუდობენ.

უკანასკნელად სახელმწიფო ვალდებულების აუქციონს საქართველომ 2005 წელს მიმართა. შემდეგ კი უარი თქვა ბანკების მაღალი პროცენტებისა და სპეკულაციური გარიგებების გამო.

ახლა ბანკებმა სიხარულით მიიღეს ხელისუფლების იდეა. ბანკი „რესპუბლიკის" სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარის ლაშა პაპაშვილის თქმით, ეს ფინანსური ინსტრუმენტი აუცილებელია საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის შემცირების პირობებში. აუქციონები მისი აზრით, უნდა ტარდებოდეს ყოველთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100