RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მიხეილ სააკაშვილის გულახდილობა უახლესი ისტორიის თემაზე

05.06.2009  |  17:10

2959.jpegმიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარს დასავლელი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა. განსაკუთრებით, თუკი ეს კითხვები ქართველი ლიდერის განწყობას შეესაბამება. ის ყოველთვის მზად არის გამოხატოს ტავისი სიმპათია ევროატლანტიკური ფასეულობების მიმართ. ოპოზიციის ორთვიანი აქციების მერე საქართველოში ეჭვი შეეპარათ მის პოლიტიკურ პოტენციალში. დასავლელი პოლიტიკოსებისთვის გამაღიზიანებელია გასულ კვირას სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნებიც.

ახლა სააშკარაოზე გამოდის ქართული ხელისუფლების მიერ აგვისტოში ჩადენილი ავანტიურის დეტალები, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შემთხვევითი არ იყო როდესაც რუსმა კორესპოდენტმა ანა ლეონიდოვამ საქართველოს პრეზიდენტისთვის იმის კითხვა გადაწყვიტა, თუ რამდენად სერიოზული იყო შიგნიდან მომავალი რისკები ხელისუფლებისთვის.

როგორც ჩანს, ჟურნალისტი საქარტჳელოში მიმდინარე სიტუაციის უმცირეს პოლიტიკურ ანალიზს მაინც მოელოდა. მაგრამ ამის მაგივრად მიხეილ სააკაშვილმა ძველებურად დაიწყო საუბარი. მან კვლავ გაიმეორა თეზისი იმის შესახებ, რომ საქართველო დიდი იდეური ბრძოლის წინაშეა. წყდება საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ასეთ პატარა ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს იზიარებს, დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და შეინარჩუნოს მოკავშირეთა შერჩევის უფლება.

ამას კი მოჰყვა პრეზიდენტის გულახდილობა იმის შესახებ, რომ თურმე ქართველმა ხალხმა უკანასკნელ წლებში უდიდესი სამუსაო გასწია ბნელი საუკუნჯიდან ტავის დასარწევად: ჯერ საბჭოთა იმპერიისგან, შემდეგ საკუთარი კორუმპირებული ეპოქისგან, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადგა.

არ შემიძლია არაფერი ვტქვა იმაზე, თუ როგორ წარმატებით ებრძოდა სააკაშვილი კორუფციას, მაგრამ იუსტიციის მინისტრობის დროს მას ხშირად მოსდიოდა უთანხმოებები ედუარდ შევარდნაძესთან სწორედ მისი კორუმპირებული გარემოცვის გამო.

და საკმარისია ამის შესახებ გაკვრით მაიონც ახსენონ ქართულ მასმედიაში, რომ ის კიდევ ერთხელ ახსენებს ედუარდ შევარდნაძეს, რომ მას ჭკუა არ ესწავლება.

სააკაშვილის თქმით, იმ წლების განმავლობაში რაც ქვეყანას შევარდნაძე მართავდა, საქართველოში ყველაფერი ნადგურდებოდა.

„თუკი რამე იყო დარჩენილი საბჭოთა ხელისუფლებისგან, მათ შორის ქარხნები, ყველაფერი გაკოტრდა და გაიყიდა",- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ახლახან შეახსენა, რომ მისი წინამორბედის დროს საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი იყო მეტალი და მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო ამის დიდი შემცირება და მზა პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100