RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ტალიავინის მისია - გამოძიების თბილისურ ეტაპზე

08.06.2009  |  09:24

2966.jpegევროსაბჭოს დამოუკიდებელი მისიის წარმომადგენლებმა, რომლებიც აგვისტოს კონფლიქტის გარემოებებს იკვლევენ, ამ დღეებში სოხუმი მოინახულეს. 3 ივნისს კი ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით თბილისში თავიანთი გამოძიების შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებისა და აფხაზეთსი სიტუაციის გამწვავების ფაქტორების გამოკვლევის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - ჰეიდი ტალიავინმა თავისი დასკვნა ივლისის ბოლოს უნდა წარადგინოს. 29-დან 31 მაისამდე ექსპერტები აფხაზეთში იმყოფებოდნენ და მოინახულეს კოდორის ხეობის ზედა ნაწილი.

აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ განაცხადა, რომ მისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს მარცხენა პტიშის, გენწვიშის, აჟარას, მრამბას და ჩხალტას დასახლებული პუნქტები. „კომისიის წევრები ქართული ჯარების განლაგების ყოფილ ადგილებს გაეცნენ და თავად სეეძლოთ იმაში დარწმუნება, რომ აქ პოლიციური ქვედანაყოფები კი არა, როგორც ქართული ხელიფუელბა ირწმუნებოდა, სამხედროები იმყოფებოდნენ, რომელთა რიცხვიც 3 000 აჭარბებდა",- ყვებოდა კუპალბა. ექსპერტებს გადასცეს ამ ბაზაზე დისლოცირებული ქართველი სამხედროების სამუსაო რვეულები და სხვა დოკუმენტები. ამას გარდა, დამოუკიდებელი მისიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. გარი კუპალბას თქმით, ექსპერტებტან საუბარში მაცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ ბევრ მათ მეზობელს სახლში სურს დაბრუნება, მაგრამ ქართული ხელისუფლება ამას ხელს უშლის.

ევროსაბჭოს დელეგაცია აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბასაც შეხვდა, რომელმაც მოყვა იმის შესახებ, რომ სოხუმი უკვე დიდი ხანია ითხოვს საქართველოსთან უსაფრთხოებისა და ომის თავიდან წამოწყების გამომრიცხავი გარანტიის დოკუმენტის ხელმოწერას. „დოკუმენტზე მუსაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2001 წლის იალტის შეხვდერის შემდეგ და მიმდინარეობდა რთულ პირობებში, მაგრამ, მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა, მხარეებმა მოამზადეს მისაღები ვარიანტი დოკუმენტისა 2005 წელს. თუმცა 2006 წელს ქართული ჯარის შესვლამ კოდორის ხეობაში ხაზი გადაუსვა ყველანაირ შეთანხმებას და მოლაპარაკების პროცესიც შეწყდა. ასეთ პირობებში აფხაზური მხარე აგრძელებდა სხვადასხვა წინადადებებით გამოსვლას, რომლებიც ქართულმა მხარემ უარყო". სწორედ საქართველოს ასეთმა მიდგომამ მიგვიყვანა სამხრეთ ოსეთში ღია აგრესიისკენ და აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვისკენ, თვლის შამბა.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ შექმნილ სიტუაციაში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ და თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დოკუმენტის შექმნამ მისცა რესპუბლიკას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და უზრუნველყო ეკონომიკის განვითარებისთვის სასურველი პირობები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100