RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რეპრესიებისგან ხსნა გალიებშია რუსთაველზე

08.06.2009  |  09:32

2969.jpegსალომე ზურაბიშვილმა ახსნა ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციების გაგრძელებისა, მიუხედავად მათი არაეფექტურობისა. როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის სიჯიუტე იმით აიხსნება, რომ მათ ბრძოლის შეწყვეტის შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან სამაგიეროს გადახდის ეშინიათ.

„საქართველოს გზის" მომხრეები არ გამოირჩევიან ხოლმე პოლიციასთან შეტაკებებში მონაწილოებით და სულაც არ არიან ხელისუფლების სამიზნეები. მაგრამ პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიებში დადანაშაულების შანსს არ უშვებს ხელიდან.

ახლახან საგარეო საქმეთა ყოფილი მინიატრი თბიისში უნებურად გამოტყდა, თუ რატომ აგრძელებს უნაყოფო დაპირისპირებას. „თუკი საქართველოში საპროტესტო ტალღა შეწყდება, ქვეყანას რეპრესიებისა და ნგრევის ახალი ტალღა დაემუქრება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.ანუ ქართული ოპოზიცია წინ მიიწევს, იმიტომ რომ უკან დასახევი გზა არ გააჩნია. თუკი აქციის მონაწილეები უარს იტყვიან პროტესტზე მათ ნამდვილ საკნებში მოუწევთ ჩასხდომა.

იმის მაგალითის მოსაძებნად, თუ როგორ სვამს ხელისუფლება ხალხს ციხეებში, მიუხედავად საზოგადოებრივი მდგომარეობისა, დამსახურებისა და თანამდებობისა, სალომე ზურაბიშვილს შორს წასვლა არ მოუწია. დამსახურებული სამხედროები და ექსპერტბეი, რომლებიც მაისის მუხროვანის აჯანყებაში არიან ეჭვმიტანილები, დღემდე იმყოფებიან ციხეებში ან იძებნებიან. დამამტკიცებელი საბუთი მათ მიერ შეთქმულების მზადებისა არის საეჭვო სატელეფონო ჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები.

„ჯარში რეპრესიებია. ჩვენ ვთხოვთ არა მხოლოს უცხოელ დიპლომატებს, არამედ მთელ საზოგადოებას, მათ შორის ჯარის ხელმძღვანელობას და თავდაცვის სამინისტროს, რომ დაიცვას ჯარი ნგრევისგან",- გამოექომაგა სამხედროებს სალომე ზურაბიშვილი მიტინგზე. ოპოზიციის ვერსიით, მუხროვანის ბატალიონმ არ ისურვა თბილისში საპროტესტი აქციის დარბევა და ამიტომაც დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. თავის მხრივ, ვითომდა შეთქმულების ორგანიზატორ გენერლებსა და ექსპერტებს სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკა ძვირად დაუჯდათ. დაე ეს იყოს გაკვეთილი ოპოზიციის ლიდერებისთბის.

როგორც ხელისუფლების ძველ წარმომადგენელს, ზურაბიშვილს კარგად ესმის, რომ სამოქალაქო პირებს, რომლებიც სხვანაირად აზროვნებე, იგივე განაცენი ელით, თუკი ისინი სააკაშვილს არ გადააყენებენ. როგორც ჩანს, იმავე აზრებიდან გამომდინარე, ზურაბიშვილმა პირველმა განაცხადა პოლიტიკური რეპრესიების შესახებ, როდესაც 9 აპრილამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ ნინო ბურჯანაძის მომხრეები იარაღის შეძენასა და შენახვაში დაადანაშაულა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100