RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კარასინმა ეუთო არჩევანის წინაშე დააყენა

08.06.2009  |  09:38

2973.jpegვენაში ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომა ჩატარადა ევროპაში უსაფრთხებისა და თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით (ეუთო). სხდომაზე სიტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოვიდა და მოუწოდა კოლეგებს გააგრძელონ კონსულტაციები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში სადამკვირვებლო მისიის მომავალზე.

"სამწუხაროდ კატეგორიულად ჟღერს ბერძნული წარმომადგენლობის განცხადება, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს ახალი მანდატის შესახებ კონსულტაციების შეჩერებასთან დაკავშირებით".- რია ნოვოსტი ახდენს რუსი დიპლომატის ციტირებას. გრიგორი კარასინი გამოვიდა წინადადებით, კიდევ ერთხელ განიხილონ მეთვალყურეთა მუშაობის რუსული პროექტი, რომელიც მონიტორინგის ორი ჯგუფის შექმნას და საზღვრის ორივე მხარესთან მოღვაწეობის პრაქტიკული პარამეტრების შეთანხმებას ითვალისწინებდა. "მიმღები მხარეების აზრის შესაბამისი გათვალისწინებით, ანუ არა მარტო თბილისის, არამედ ცხინვალისაც". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვებით, ეუთო დაჟინებით ამტკიცებს იმას, რომ თითქოს და რუსეთი ამგვარი წინადადებით "ცდილობს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტას". "ამ დროს კი, გადაწყვეტის ბერძნული პროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ ეუთოს ოფისს ითვალისწინებს თბილისში, სწორედაც რომ დაფუძნებულია არარეალურ მესიჯზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ,- ამბოობს გრიგორი კარასინი.- ან ჩვენ გვსურს ეუთოს მეთვალყურეთა მუშაობის გაგრძელებას "მწვანე შუქი" ავუნთოთ, ან და ჩვენ ისევ დავრჩებით ჩიხური პოლიტიზირებული სიტუაციის ტყვეებად, რომლიდანაც გამოსავალი ამგვარ ლოგიკაზე დაფუძნებით არ არსებობს".

ჭეშმარიტად, ეუთო ამჟამად არჩევანის წინაშე დგას: ან წააქეზოს თბილისის ტერიტორიული ამბიციები და საბოლოო ჯამში დატოვოს რეგიონი, ან თანაბარი პოზიცია დაიკავოს კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფი ორივე მხარის მიმართ და დარჩეს სამხრეთ კავკასიაში, სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. რაც შეეხება საყვედურებს რუსეთის მისამართით, რომელმაც საკუთარი მესაზღვრეები განათავსა ახალგაზრდა რესპუბლიკებში, ამგვარი ნაბიჯი კარასინის თქმით - მხოლოდ მეგობრული მხარდაჭერის საკითხი კი არ არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ, არამედ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრების სტრატეგიული უსაფრთხოების შენარჩუნებაც. " ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ სასაზღვრო ზონებში დამყარებული იყოს გაგსაგები და მკაფიო წესრიგი,- ხაზგასმით აღნიშნა მან.- უფრო მეტიც, რუსი მესაზღვრეების განთავსებისგან გამომდინარე უკეთესობა აშკარაა: ეს ნარკოტრაფიკთან, იარაღის კონტრაბანადასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა და სამართლის საერთო გამყარება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100