RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი: ეკონომიკური აღიარება შორს არ არის

08.06.2009  |  09:49

2974.jpegსაკურორტო სეზონის დაწყებასთან ერთად აფხაზეთიდან სასიკეთო სიახლეც მოვიდა - რუსულმა მხარემ პრაქტიკულად სრულიად აღადგინა რესპუბლიკის სარკინიგზო ქსელი. 4 ივნისს ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის სარკინიგზო ჯარების მთავარსარდალმა სერგეი კლიმეცმა.

"ჩვენ დაახლოებით 50 კილომეტრი სარკინიგზო ხაზი და ცხრა ხიდი აღვადგინეთ,- კლიმეცის ციტირებას ახდენს აფხაზეთის მთავრობის პრეს-სამსახური.- მათ შორის ერთი ძალიან სერიოზული ხიდი - კოდორზე. ბევრი მუშაობა მოგვიწია მის აღსადგენად". უკვე ცნობილია, რომ აფხაზეთის სარკინიგზო ქსელის დარჩენილი ნაწილის კაპიტალურ რემონტის დაფინანსებითა და მისი მართვით სს "რჟდ"( ОАО «RZD") დაკავდება.

როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის შედგენილია დეფექტური აქტი, ამას გარდა არსებობს კომისიის სპეციალური დადგენილება. "ორი მილიარდი რუბლი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ რკინიგზით შესაძლებელი გახდეს მძიმე წონიანი ტვირთის გადაზიდვა,- აღნიშნა აფხაზეთის ლიდერმა.- ამისათვის საჭირო იქნება ინტენსიური მუშაობის ოთხი თვე. აფხაზეთი თავის მხრივ გაარემონტებს ყველა გამწევ ქვესადგურს და გამართავს საკონტაქტო ქსელს".

თანხა მცირე რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ახალგაზრდა რესპუბლიკა კრედიტის დაბრუნებას, სოჭის ოლიმპიური ობიექტებისათვის საჭირო სამშენებლო ტვირთის გადაზიდვის ხარჯზე იმედოვნებს. მგალითად 2 ივნისს აფხაზეთიდან გატანილი იქნა ინერტული მასალების პირველი პარტია - 40 ვაგონი ღორღი. დროთა განმავლობაში სამშენებლო მასალების მიწოდება რეგულარული გახდება, ვინაიდ რესპუბლიკა რუსეთისთვის ხელსაყრელი პარტნიორია, ოლიმპიადისათვის მზადების საქმეში.

საქმე იმაშია, რომ ამ დღეებში აფხაზეთის მინისტრთა საბჭომ ნახევარზე მეტჯერ შეამცირა საბაჟო გადასახადები ინერტული მასალების გატანაზე, მათი ექსპორტის სტიმულირების მიზნით. თუმცა ამავ დროულად რესპუბლიკის ხელისუფლება არ ისახავს მიზნად ქვეყანა რესურსების მიმწოდებლად გადააქციოს. "აფხაზეთის მთავრობა არ დაუშვებს ეკოლოგიის დარღვევას და ამ საკითხში მხარს უჭერს სახელმწიფო ეკოლოგიური სამსახურის მკაცრ პოზიციას".- სს "აფსნიპრესი" ახდენს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბის ციტირებას.

როგორც ყოველკვირეული გამოცემა "ტრანსპორტი" წერს, აფხაზეთის საკმარის სარკინიგზო პოტენციალს ფლობს. სსრკ-ს დროს რესპუბლიკიდან მიწოდებული ტვირთის მოცულობა 12-14 მილიონ ტონას აღწევდა წელიწადში. ამას გარდა სოხუმიდან ყოველდღიურად დაახლობით 18 სამგზავრო მატარებელი კურსირებდა. გამოცემის მონაცემებით დღეს-დღეობით ტვირთბრუნვა რუსეთსა და აფხაზეთს შორის პრაქტიკულად არ არსებობს, სამგზავრო გადაზიდვები კი უმნიშვნელოა. სარკინიგზო ქსელის ამჟამინდელი კაპიტალური რემონტი, საშუალებას იძლევა სამგზავრო ტვირთგადაზიდვები უფრო ინტენსიური გახდეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რაც განსაკუთრებულად აქტუალურია საზაფხულო შვებულებების პერიოდში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100