RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი გაეროს აღარ ემეგობრება?

09.06.2009  |  09:21

2987.jpegმაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭო განიხილავს მისი თანამშრომლების მუშაობის გაგრძელებას საქართველოსა და აფხაზეთში, ოფიციალური თბილისი გაეროთი უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. ამ დღეებში მიხიელ სააკაშვილმა საკმაოდ უხეშად მოიხსენია ორგანიზაციის მონიტორინგის მუშაობა გასული წლის აგვისტოში. როგორც ჩანს, ეს ტყუილად არ მომხდარა.

„მე დავინახე, რომ როდესაც ტანკები ინგურს მიუახლოვსნენ, გაეროს მისია იქიდან 10 წუთში გაქრა,- აცხადებდა ქართველი პრეზიდენტი.- ამიტომაც გაეროს არანაირი მისია არ ღირს იმად, რომ ჩვენ ჩვენი უფლებები დავთმოთ ტერიტორიებზე". მიხეილ სააკაშვილის აზრით, თბილისის მთავარი მტერი მოსკოვია, რომელსაც თურმე სურს, რომ საქართველო არ არსებობდეს.

გამოდის,რომ თბილისის არაკეთილმოსურნეთა სიაში გაეროც აღმოჩნდა. ეს მოსალოდნელიც იყო. როგორც ცნობილია, მაისის შუა რიცხვებში ორგანიზაციის გენერალურმა მდივნმა პან გი მუნმა წარადგინა თავისი მოხსენება სამხრეთ კავკასიის ვითარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში გენერალურმა მდივანმა გამოასწორა ის უთანხმოებები, რაც აქამდე ხელს უშლიდა გაეროს ქართულ-აფხაზური კოფნლიქტის ზონაში მუშაობაში. პან გი მუნმა მოსკოვისა და სოხუმისგან მანდატის გაგრძელების განხილვის ნებართვა მიიღო, რადგანაც დოკუმენტში არ მიაკუთვნა აფხაზეთი საქართველოს ,მაგრამ მან თბილისის კრიტიკაც დაიმსახურა.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ დაუმტკიცებლად განაცხადა, რომ გენერალური მდივნის მოხსენება რუსეთის ზეწოლის ქვეშ დაიწერა. ქართველ დიპლომატს ნიუ-იორკში დიპლომატიის წესები შეახსენეს და მი გამოსვლას „უაღრესად უიღბლო" უწოდეს. თავად საქართველოში ამ სამარცხვინო ინციდენტმა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია. ახლა კი გაეროს კრიტიკას ხელი ქართულმა ხელისუფლებამ მიჰყო. რა მოყვება ამას?

საინტერესოა, რომ გაეროს დადანაშაულებისას, სააკაშვილმა განაცხადა: „მე ურთიერთობა მქონდა ამერიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და ბევრ ევროპელ მინისტრთან. მინდა ვთქვა, რომ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ჩვენ გაეროში რამდენიმე დღის განმავლობაში ვიღებთ, არ გვქონია 16 წელია". რა იგულისხმა ქართველმა ლიდერმა? ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არ დაეთანხმნენ პან გი მუნს? ან იქნებ ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერაში სააკაშვილმა თავისი ტერიტორიული ამბიციების დაკმაყოფილების რაიმე საწინდარი დაინახა? ეს ყველაფერი უცნაურეად ჟღერს. შეიძლება, თავისი დასავლელი მფარველების ხსენებით სააკაშვილი ერთგვარ ულტიმატუმის ენაზე ალაპარაკდა: „ჩვენ ვთქვით, რომ არ დავიხევთ ჩვენი ტერიტორიული სტატუსის პრინციპული პოზიციისგან უკან".

სამხრეთ კავკასიაში თავს ასეთი ტონის უფლებას მეტი არავინ აძლევს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100