RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაეროს მისიისთვის საქართველოში ჭეშმარიტების დრო დადგა

09.06.2009  |  09:25

2988.jpegგაეროს უსაფრთხოების საბჭო 12 ივნისს განიხილავს ორგანიზაციის საქართველოსა და აფხაზეთის მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს, სამი დღის შემდეგ კი შესაბამისი რეზოლუციის მიღება არის დაგეგმილი. ამის შესახებ 2 ივნისს განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ მიმდინარე თვეში ბაკი ილკინმა.

„ჩვენ ჯერ არ გვქონია კონსულტაციები ამ საკითზე,- განაცხადა ილკინმა.- მაგრამ ჩვენ იმედი გვაქსვ, რომ რეზოლუცია დაფუძნებული იქნება გენერალური მდივნის მოხსენებაზე. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც საჭიროებს მრავალი კონსულტაციის ჩატარებას წევრ ქვეყნებს შორის".

თურქი თავმჯდომარის მიერ ნახსენებ პან გი მუნის მოხსენებას მოსკოვსა და სოხუმში მიიჩნევენ გაეროს სადამკვირვებლო მისიის გაგრძელების რეალურ შესაძლებლობად. ამ დღეებში რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში დიდი ნაბიჯი არის გადადგმული წინ ამიერკავკასიის პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინების მხრივ. „პირველ რიგში, შეცვლილია თავად მოხსენების სახელიც,- აცხადებს რუსი დიპლომატი.- მეორე რიგში, გენრალური მდივანი გვტავაზობს, რომ ყოფილ „გაეროს სადამკვირვებლო მისიას" გადაერქვას სახელი და იყოს „სტაბილიზაციის მისია", რაც ყველანაირად შეესაბამება რეგიონში არსებულ მოთხოვნებს. ახლა მთავარია უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების საიმედო სისტემა, რომელიც გამორიცხავდა საქართველოს მხრიდან რეციდივის შესაძლებლობას." ვიტალი ჩურკინის თქმით, მომავალ რეზოლუციაში უნდა იყოს ნახსენები ძალის გამოუყენებლობის გარანტიები. „ამ პრინციპის აქტუალურობა კიდევ უფრო მატულობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ქართული სამხედრო ძალების კონცენტრაციის გათვაისწინებით",- დაასკვნა მან.

ამგვარად, ვიტალი ჩურკინმა უპასუხა საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას, რომელმაც ახლახან განაცხადა იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აუცილებელია საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგება. მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთი არასოდეს იყო რეგიონში გაეროსა და ეუთოს მუშაობის წინააღმდეგი. მოსკოვი სთავაზობს საერთაშორისო ორგანიზაციებს სეტუაციას შეხედონ ახალი გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან, რომელიც შეიქმნა რეგიონში გასული წლის აგვისტოს შემდეგ. თუმცა დასავლეთსი არა მხოლოდ არ ცნობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არამედ აგვისტოს ომიდანაც კი არ გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები. არადა იმ ტრაგედიამ ნათლად აჩვენა რეგიონში საერთაშორისო მისიების არაეფექტურობა. გასაგები გახდა, რომ ეუთომ და გაერომ სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას კი არ უნდა უყურონ, არამედ უნდა უზრუნველრონ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა - მხოლოდ სამსვიდობო ფუნქციებმა შეიძლება გაამართლოს მათი რეგიონში ყოფნა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100