RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბიზნეს-კონსოლიდაცია და პოლიტიკოსები

09.06.2009  |  16:05

2996.jpegბიზნეს კონსოლიდაცია და ქართველი პოლიტიკოსები ვერ მორიგდნენ. თანაც, საერთოდ ენი გამონახვა არ შეუძლიათ არა მხოლოდ საპირისპირო აზრის მქონეებს. დავები არის როგორც მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", ისე არასაპარლამენტო ოპოზიციაში. პოლიტიკური კრიზისის ფონზე უპრეცედენტო ერთიანობა გამოავლინა ბიზნესმა.

კვლავ გადაიდო ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის ქონების გაყიდვის აუქციონი. მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა: „აუქციონი იმიტომ არ შედგა, რომ არ იყო მონაწილოებაზე განაცხადები შემოსული. არცერთმა ბიხნესმენმა არ დაარღვია ბიზნეს ეთიკა და არ ისურვა იმ ქონების შეძენა, რომელიც სულ მალე სეიძლება სადაბო გახდეს. ეს საქართველოში უპერეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ბიზნეს საზოგადოება ასე უპირისპირდება უკანონობას".

სხვათა შორის ეს ქიბარ ხალვაშის ქონების მეორე ჩავარდნილი აუქციონია. თანაც ეს სულაც არ მომხდარა კრიზისისა და ფინანსების გამო. ქართველი ბიზნესმენები კოლეგას სოლიდარობას უცხადებენ. ქიბარ ხალვაშმა ხომ საქართველო პოლიტიკური მოტივებით დატოვა. მისი ქონება კი სასამართლოს გადაწყვტილებით დააკავეს. საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ კიი ქიბარ ხალვაშის კომპანიების „პრიზა" და „არტ" აუქციონზე გატანის ნებართვა გასცა. იგეგმება მისი კიდევ ერთი კომპანიის International Building Company-ს ღია აუქციონზე გატანა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ხელისუფლების გადაწყვტილების გასაჩივრებას აპირებენ. ამ საქმის მოსმენა ჩატარდება სტრასბურგში 22 ივნისს. თუმცა ხელისუფლებამ მოუთმენლობა გამოავლინა და გასაყიდად მაინც გამოიტანა ქონება.

ხალვაშის მხარდასაჭერად, რომელმაც იანვრის შუა რიცხვებში გერმანიაში მიიღო პოლიტემიგრანტის სტატუსი, გამოვიდა ოპოზიცია. 4 ივნისს, აქციონის ჩატარებამდე, ჩატარდა მიტინგი საგადასახადო სამსახურის შენობასთან. ეკა ბესლეიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ყოველთვის შეეწინააღმდეგება მსგავს უკანონო ქმედებებს.

ამ პარტიის პოზიციის ახსნა არც ისე რთულია. მისი ხელმძღვანელი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაში კი მისი ახლო მეგობარია. ოპოზიცია შიგადაშიგ აშინებს ხელისუფლებას ოქრუაშვილის ქვეყანაში დაბრუნებით. ბევრი ექსპერტის აზრით ხომ ოქრუაშვილის ენერგიას თავისუფლად სეუძლია საპროტესტო აქციებისთვის სულ სხვა ხასიათის მიცემა.

თუმცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი არ ჩქარობს სამშობლოში დაბრუნებას. რადგანაც ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მისი კანონის მიხედვით დახვედრის პირობა დადო. აი მისი მეგორბის ქონების გაყიდვა კი ხელისუფლებისთვის უსიამოვნო შედეგებით შეიძლება შემობრუნდეს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100