RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული და რუსული ბალეტის ვარსკვლავი ამერიკას ტოვებს

09.06.2009  |  17:56

2998.jpegბალერინა ნინო ანანიაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკული ბალეტის თეატრის საგაზაფხულო სეზონი მისთვის უკანასკნელი იქნება აშშ-ში. ამით ის უფრო მეტი დროის დათმობას შეძლებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის, სადაც ბავშვებს რუსულ საბალეტო ხელოვნებას ასწავლის.

თითქმის ყველა საგაზაფხულო სპექტაკლს ნინო ანანიაშვილის მონაწილოებიტ ამერიკის პუბლიკა უკანასკნელად თვლის. ჯერ კიდევ გასულ წელს მან განაცხადა, რომ ტოვებს ამერიკულ სცენას როგორც მოცეკვავე. ტებერვალში ყვავილებისა და ოვაციების ზღვით შეხვდა ნინო ანანიაშვილს პუბლიკა „კენედი ცენტრში", სადაც ამერიკის თეატრი დგამდა „გედების ტბას" - ცნობილი ბალერინას მონაწილეობით უკანასკნელად.

ნინო ანანიაშვილს თავისიანად თვლიან რუსეთში, ამერიკაში და საქართველოში. ის ამერიკული ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინად ითვლება 1993 წლიდან. ამასთანავე ანანიაშვილი 2004 წლამდე აგრძელებდა რუსეთის დიდ თეატრში გამოსვლას, რომლის ოსტატებსაც გაუხსნეს მას გზა აღიარებისკენ. 2004 წელს კი მიხეილ სააკაშვილის მოწვევით სათავეში ჩაუდგა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს.

თბილისელი გოგონა ნინო მშობლებმა ფიგურულ სრიალზრე მიიყვანეს ჯანმრთელობის გასამაგრებლად. 10 წლის ასაკში 1973 წელს მან მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. მაგრამ მისი პლასტიკა ყინულზე ცეკვაში იმდენად გასაოცარი იყო, რომ მას ქორეოგრაფიით დაკავება ურჩიეს. საბოლოოდ მან უარი თქვა ციგურებზე და რეპუბლიკის წორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა. ნინო რუსმა პედაგოგებმა შეამჩნიეს და დაარწმუნეს მშობლები, რომ ის მოსკოვში გაეგზავნათ.

ამ მომენტიდან იწყება გზა მისი მსოფლიო აღიარებისკენ. „ბალეტის წყალობით მე ჩემი მეუღლე გავიცანი, ბალეტის წყალობით წავედი მოსკოვში, მივიღე განათლება, შევხვდი გასაოცარ პედაგოგებს... მათი დამსახურებაა ჩემი მიღწევები. პატარა გოგონამ საქართველოდან, უბრალოდ ოჯახიდან, ყოველგვარი მფარველობის გარეშე, გაიკვლია გზა მოსკოვში!",- ყვებოდა ნინო თავის შესახებ.

1982 წელს მან დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი და მიიღეს დიდი თეატრის დასში. 23 წლის ასაკში ნინო უკვე ცნობილი გახდა. 1985 წელს ბალეტის არტისტების მეხუთე საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი აიღო. ამერიკელმა კრიტიკოსებმა მას კლასიკური ბალეტის უდავო სუპერვარსკვლავი უწოდეს. 1988 წელს ნინო ანანიაშვილი და მისი პარტნიორი ანდრის ლიეპა გახდნენ პირველი მოცეკვავეები,ვინც ამერიკულ New-York City Ballet-ში მიიწვიეს.

ნინო პირველი რუსი ბალერინაა ვინც დანიის სამეფო დასში მიიწვიეს. ის ცეკვავდა შვედურ სამეფო ბალეტში, ნორვეგიულ ეროვნულ ბალეტში. პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის ეროვნულ ბალეტებში, მონტე-კარლოს გრანდ ბალეტში, ბირმინგემის ეროვნულ ბალეტში, ბოსტონის ბალეტში, ტოკიო-ბალეტში. ნინო ანანიაშვილის ანგარიშზე 90-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100