RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ნარკოტიკი და იარაღი საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს გამზადებული აქვს

10.06.2009  |  10:22

3002.jpegსაქართველოში, როგორც ჩანს, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. დაკავებულები არიან „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლევან ტერაშვილი და ნინო ბურჯანაძის მოკავშირე გოჩა წიკლაური. მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებთან ბრძოლის უკანონო მეთოდებს განიხილავს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო სტრასბურგში, რომელსაც მიმართა ერთ-ერთმა პოლიტპატიმარმა - ბიზნესმენმა მერაბ რატიშვილმა.

რუსეთის მოქალაქე მერაბ რატიშვილი ქართულ ციხეში 2007 წლიდან ზის. მისი დაკავების გარემოებები ტრივიალურია. რატიშვილის ოფისი და ბინა გაჩხრიკეს იურიდიული ნორმების დარღვევით, მოწმეებისა და ადვოკატის გარეშე. ამოირეს ფული და კომპიუტერი, თუმცა პროტოკოლში ეს არ შეუტანიათ. თანაც ნარკოტიკები იპოვეს პიჯაკის ჯიბეში. საქმე აღძრეს საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლით: უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია ნარკოტიკების.

ამ ბრალდებებს, თავად რატიშვილის თქმით, არ აქვთ არანაირი კავშირი იმ მიზეზებთან, რომლის გამოც ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. როგორც დაკავების შემდეგ მან აღნიშნა, გამოძიების დროს არც კი უკითხავთ მისთვის, როდის, ვისგან და რატომ იყიდა მან ნარკოტიკი. „მათ ჰქონდათ ერთი მთავარი მიზანი - ჩემგან მიეღოთ იმის აღიარება, რომ მე ვიყავი რუსული სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი ოპოზიციურ ლიდერებზე გავლენის მოსახდენად. მე ისინი იმაში უნდა მემხილებინა, რომ რუსეთის აგენტები იყვნენ და მათი მიზანი ახლანდელი ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის განვითარების შეფერხება იყო",- ყვებოდა რატიშვილი. როგორც ქართულ მასმედიაში წერდნენ, მას უნდა „გაეშავებინა" გიორგი ხაინდრავა და მოძრაობის „ჩვენ თვითონ" ლიდერი პაატა დავითაია.

მერაბ რატიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებთან შეთავაზებულ „თანამშრომლობაზე" უარი თქვა. სასამართლომ მას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

რატომ გადატყდა სწორედ მასზე ჯოხი 2007 წლის 7 ნოემბრამდე ცოტა ხნით ადრე? პირვბელ რიგში მერაბ რატიშვილი აფინანსებდა მოძრაობას „ჩვენ თვითონ", რომელიც იმ მომენტში ოპოზიციურ კოალიციაში შედიოდა. მეორე რიგში, მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა, და ის, როგორც არავინ სხვა, იყო შესაფერისი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის.

2008 წელს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მერაბ რატიშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა. მისი სახელი შეტანილია ახლახან კოსერვატორების მიერე გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა სიაში.

როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაახლოებით 25 ადამიანი არის დაკავებული. მათ შორის არიან ტელეკომპანია 202-ის ყოფილი დირექტორი შალვა რამიშვილი,ყოფილი გუბერნატორის და ნორა კვიციანი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი ოპოზიციური კონსერვატიული პარტიიდან ჯონი ჯიქია, გორის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, „თანასწორობის ინსტიტუტის" აქტივისტი ილია წურწუმია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე რევაზ კლდიაშვილი, ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი არჩილ ბენიძე, კონსერვატორი ზუგდიდან დემურ ანთია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100