RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გამოავლენს თუ არა გაერო თანმიმდევრულობას თავის მიდგომებში?

11.06.2009  |  14:55

3024.jpegოფიციალური სოხუმი კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ სამხრეთ კავკასიაში გაეროს მისიის ახალი მანდატის შემუშავებისას უსაფრთხოების საბჭომ უარი თქვას „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" ხსენებაზე. ამის შესახებ 9 მაისს განაცხადა აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ.

„გაეროს გენერალური მდივნის 2009 წლის 18 მაისის მოხსენებაში მოხდა რამდენიმე ცვლილება დოკუმენტის ფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი სეცვლილა,- აცხადებს ლაკობა.- დადებითი მოვლენა ის არის, რომ ადრე ასეთ მოხსენებად ეწოდებოდა „აფხაზეთის სიტუაციაზე, საქართველო", ახლა კი მას ასე ჰქვია - „გენრალური მდივნის მოხსენება, უსაფრთხოების საბჭოს 1808,1839 და 1866 წლების რეზოლუციების შესაბამისად წარმოდგენილი", ფორმალურად ეს ასეც არის. თუმცა ამ რეზოლუციებში ნახსენებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა".

სტანისლავ ლაკობას თქმით, სწორედ ახლა დგება აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი დრო, თუკი ეს რეზოლუციები კვლავ ნახსენები იქნება, მაშინ რესპუბლიკა სამართლებრივად კიდევ 15-20 წელი იქნება საქართველოს სემადგენლობაში, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ სენიღბულ ფორმაში იქნება ეს წარმოდგენილი. „ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმჯობესი იქნება გაეროს მისიაზე უარის თქმა, რომლის რესპუბლიკაში მოღვაწეობისთვისაც ჩვენ ყველაფერს ვერ გავიღებთ. თუკი მას კონკრეტულის გარდა ექნება ჩვეულებრივი სახელი „გაეროს სტაბილიზაციის მისია", ან უბრალოდ „გაეროს მისია", მაგრამ კვლავ იქნება მითითებული ის რეზოლუციებია, მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ მისიის გაგრძელებას აზრი არ ექნება".

აფხაზური მხარის ასეთი სიფრთხილე გასაგებია. საქმე კიდევ ისაა, რომ წინა რეზოლუციები რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და მანდატის ტექნიკური გაგრძელებები ხორციელდებოდა მოსკოვურ 1994 წლის შეთანხმებაზე დაყრდნობით, რომელიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის დაიდო და გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტად. როგორც ცნობილია, გასული წლის აგვისტოში საქართველომ ეს შეტანხმება დაარღვია, შემდეგ კი წარმატებით მოახდინა მისი ანულირება. „საქართველომ კოდორის ხეობის ზემო ნაწილში შექმნა სამხედრო პლაცდარმი, რათა აფხაზეთს დასხმოდა თავს,- განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.- სამწუხაროდ, საქართველოს მიერ მოსკოვური შეთანხმების არაერთგზის დარღვევის მიუხედავად, საერთაშორისო შუამავლებმა ერთხელაც არ განსაჯეს ქართული ხელისუფლება".

უფრო მეტიც, ისინი კიდევ უფრო ხშირად ახსენებენ ამ შეთანხმებას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ახლა აფხაზეთი განგაშს ტეხს და გაეროს მოუწოდებს შეიმუშავოს მისიის ახალი მანდატი ახალი გეოპოლიტიკური რელიების გათვალისწინებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100