RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს ანადგურებს

11.06.2009  |  17:29

3029.jpegპრეზიდენტმა ამ დრეებში მისი ოპონენტი პოლიტიკური ლიდერები კორუფციაში და ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების კვალის მოსპობის სურვილში დაადანაშაულა. ამჯერად თავისი რისხვა სააკაშვილმა თავს დაატეხა თავის თანამებრძოლებს ვარდების რევოლუციაში.

იმ დროს, როდესაც ქართული ოპოზიციის ლიდერები ვერაფრით მორიგდნენ გარეთიანებასა და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ შეტევაზე გადასვლის დროა.

მან კვლავ თავისი საყვარელი ცხენი შეკაზმა - კორუფციასთან ბრძოლის თემა.

ახლახან მარტვილში ახალი ცაის ფაბრიკის გახსნაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა თავისი ოპონენტები დაადანაშაულა კორუფციაში, პოლიტიკურ ანგარებაში და სისხლის სამართლის დანაშაულების კვალის წაშოლის მცდლეობაში.

თანაც ამ ბრალდებებს მისამართიც აქვს. ამჯერად თავისი რისხვა მან თავს დაატეხა თავიი მოკავშირეებს ვარდების რევოუციაში. ესენი არიან პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს პარტიას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"; ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა პარიზში იმყოფება, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მათგანმა თავის დროზე იმიტომ მიატოვა პოსტი, რომ ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილენა სურდათ.

ბურჯანაძე, აცხადებს პრეზიდენტი, მისდევდა კარიერულ მიზნებს, როდესაც 2008 წლის მაისის არჩევნებამდე ცდილობდა პარლამენტში იმ პირების შეყვანას, რომლებიც წარმოადგენდნენ ოჯახურ კლანს, რომლის სათავეშიც ბურჯანაძის მამა იდგა - ანზორ ბურჯანაძე, რომელიც 90-ან წლებში დაკავებული იყო მარცვლეულისა და პურის შემოტანით. პრეზიდენტის თქმით ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში იმიტომ წავიდა, რომ სააკაშვილმა მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვა.

ალბათ, ბურჯანაძის მისამართიტ ბრალდებების მზადებისას, სააკაშვილი ეყრდნობოდა თავისი საიდუმლო პოლიციის მიერ მოტანილ ამბებს, რომელიც დიდი გულისყურით ადევნებს თვალს საზოგადოებრივ განწყობას. ეს უკანასკნელი კი ამ ბოლო ხანებში ხშირად იცვლება.

ხალხს განსაკუთრებით აღიზიანებენ სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე.

როგორც ახლახან ჟურნალისტმა ჯავახიშვილმა აღნიშნა, საუკეთესოს იმედდაკარგულმა ხალხმა ბურჯანაძეს მისი წარსული შეახსენა: „ბურჯანაძეს ხმა არ ამოუღია, როდესაც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია, ბურჯანაძე იყო 7 ნოემბრის აქციის დარბევი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბურჯანაძე ბიზნესის რეკეტისა და ხალხისთვის ქონების ჩამორთმევის ხელშემწყობია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100