RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო: ვნებათაღელვა კონსტიტუციაზე

11.06.2009  |  17:30

3030.jpeg9 ივნისს - საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების იუბილეზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე დაახლოებით 20 000 ოპოზიციონერი შეიკრიბა. სანამ თბილისში ქუჩის აქციებია, პოლიტიკოსები თავს იმტვრევენ კონსტიტუციაზე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კონსტიტუციის ახალი პროექტის იდეა წამოაყენა. როგორც ქართული მასმედია იუწყება, ის თვლის, რომ საქართველოს საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა ესაჭიროება. „ჩვენ საზოგადოებას კონსტიტუციის ახალ პროექტს და საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას ვთავაზობთ. ასევე მექანიზმს, რათა კონსიტუციური ცვლილებების შემდეგ დაინიშნოს არჩევნები, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს მთელი მოსახლეობა მიიღებს და ის თავად გადაწყვეტს თავის მომავალს",- განაცხადა ნოღაიდელმა.

ასევე გაკეთდა განცხადება, რომ „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო კონსტიტუციის სამუშაო კომისიაში მხოლოს იმ შემთხვევაში, თუკი ის თავის მუშაობას 2009 წლის აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. „ჩვენ ვთვლით, რომ ვადა 31 აგვისტომდე საკმარისზე მეტია, რადგანაც ყველაფერი მომზადებული იყო შესაფერის დონეზე უკვე წლების წინ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავთანხმდებით კომისიაში მუშაობაზე",- თქვა პარტიის წარმომადგენელმა პეტრე მამრაძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად კომისიის შექმნის იდეა სულაც არ ეკუთვნის ოპოზიციას. ამ ინიციატივით პირადად მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა. ოც პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის საპროტესტო აქციების ორგანიზატორ პარტიებს, ხელისუფლებამ თითო კანდიდატის წარმოდგენის წინადადება მიაწოდა. ოპოზიციამ მას უარით უპასუხა.

რადგანაც ნებისმიერი, ისეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხიც კი, როგორიცაა „შესწორებები" სახელმწიფო დოკუმენტში, იწვევს დავებს, მიხეილ სააკაშვილმა 8 ივნისს ხელი მოაწერა საკონსიტუციო კომისიის შექმნის ბრძანებას. მის თავმჯდომარედ დანიშნულია უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმას, კანდიდატების წარდგენის ვადა 20 ივნისს იწურება. ახალი კონსტიტუციის პროექტი 31 დეკემბრისთვის უნდა იყოს მზად.

მოასწრებენ კი შესწორებები შეტანას ახალი წლის დადგომამდე? პროგნოზები საერთოდ რთული საქმეა. ისეთ მოულოდნელობებით აღსავსე ქვეყანაში კი, როგორიც საქართველოა, ძალიან ცოტა თუ გარისკავს ასეთი გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებას. მით უმეტეს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რაიმე შეხების წერტილების მოძებნა გასული ორი თვის განმავლობაში საერთოდ ვერ მოხერხდა. ასე რომ „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" მოთხოვნა პროექტის 31 აგვისტომდე დასრულების შესახებ წინასწარვე ჩანს, რომ შეუსრულებადია.

პარლამენტარები ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან პარლამენტის შენობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერებმა თავიანთი პროტესტი ატრიბუტები - გისოსებიანი საკნები - უკვე მოაშორეს იქაურობას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100