RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი სამუშაო დღეების რიტმში ცხოვრობს

09.06.2009  |  09:16

3037.jpegსამხრეთ ოსეთში კერძო საცხოვრებლების აღდგენა დაიწყო. მშენებლები ოსებს ახალ სახლებს უკვე შემოდგომის დასაწყისში პირდებიან. წელიწადის ამ დროს არის დაგეგმილი „ძუარიკაუ-ცხინვალის" გაზსადენის გაშვება, რომელიც ახალგაზრდა რესპუბლიკას რუსეთთან აერთებს.

სამხრეთ ოსეთისთვის ეს ზაფხული ექსკავატორების ხმაურით დაიწყო. რაც არც არის გასაკვირი: მარტში დამტკიცებული კომპლექსური გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის უნდა აღდგეს 575 ობიექტი, აქედან 36 არის საგანმანათლებლო დაწესებულება, 19 - ჯანდაცვის ობიექტი და 3 კულტურის. ახლა მშენებლებს უკანასკნელი შესწორებები შეაქვთ იმ სახლების სიებში, რომლებიც საჭიროებენ ნაწილობრივ ან მთლიან რემონტს.

სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში არა მხოლოდ ადგილობრივი სპეციალისტები შრომობენ - აქ მუშაობენ ბრიგადები სტავროპოლის მხარიდან, ჩეჩნეთიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან. „ჩვენთვის მძიმე დარტყმა იყოს ის, რაც აქ მოხდა, ჩვენ დასახმარებლად მოვედით, რათა ხალხმა რომელიც კარვებში ცხოვრობს, შეძლოს საკუთარი კერის პოვნა, დაუბრუნდნენ სახლებს და იცხოვრონ მშვიდი ცხოვრებით",- ყვება მშენებელი კოსლოვოდსკიდან რამაზან ბაირამკულოვი.

რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობს დაზარალებულებს ცხოვრება შეუმსუბუქოს. სამხრეთ ოსეთის თითქმის 5 ათასმა მოქალაქემ უკვე მიიღო ჰუმანიტარული დახმარება. „ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს 2008 წლის აგრესიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას,- აცხადებს რესპუბლიკის ჰუანიტარული დახმარების გავრცელების კომისიის თავმჯდომარე გივი ტედეევი.- ჩვენ ხალხს უზრუნველვყოფთ თანსაცმლით, ფეხსაცმლით, ჰიგიენის საშუალებებით, ჭურჭლით, კვების პროდუქტებით". ტედეევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალში არა მხოლოდ აღადგენენ აგვისტოში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მას. „ცხინვალში გაკეთდება შვიდი საბავშვო მოედანი, თითო-თითო კი რესპუბლიკის რაიონებში",- თქვა მან.

სხვათა შორის, სწორედ ინფრასტრუქტურა არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი რესპუბლიკის აღდგენის ტემპებისთვის. ამის შესახებ ამ დღეებში განაცხადა რესპუბლიკის რეგიონალური განვითარების მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა. „ძლიან სერიოზული ფინანსური რესურსებია მიმართული ჯანდაცვასა და განათლებაზე,- ამბობდა ბასარგინი.- მე ცემთვის გარკვეული ინდიკატორები ამოვარჩიე, რათა გავიგო, იცვლება თუ არა რამე სიტუაციაში. დავუშვათ, მოდიხარ და ხედავ, რომ სანეპიდკონტროლის შენობის აღდგენა დასრულებულია. მოპირდაპირე მხარეს კი მდებარეობს რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ავადმყოფებს ჯერ კიდევ ერთ პალატაში იღებენ. პრიორიტეტები უნდა დაისახოს ხალხის უკიდურესი საჭიროებების მიხედვით".

ვიქტორ ბასარგინის თქმით, ახლა სამხრეთ ოსეთის აღდგენაზე მუშაობს რესპუბლიკის თითქმის ყველა ორგანიზაცია. ეს კი თავის მხრივ დამატებითი სამუსაო ადგილებია, რომლებიც მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში რესპუბლიკისთვის ძალიან კარგია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100