RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დღეს საქართველო ნატოსთვის „დაბალ პროფილზეა“

15.06.2009  |  09:19

3038.jpegნატოს სწავლებების დასრულებიდან ერთ კვირაში საინფორმაცი სივრცეში გავრცელდა სიახლე, რომ რამდენიმე ალიანსის წევრი ქვეყანა სამხედრო მანევრებს საკმოდ ცივად მოეკიდა. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში სერგეი როგოზინმა.

„სამხედრო წვრთნების ჩატარება სიგიჟე იყო,- აცხადებდა რუსი დიპლომატი.- ბევრ ნატოელს ესმოდა ეს, განსაკუთრებით სამხედროებს.მე ესპნაელ სამხედროებსაც ვესაუბრე, რომლებიც საქართველოში ამ სწავლებებს ხელმძღვანელობდნენ, ახლა შემიძლია მათ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი, რათა ამ წვრთნებს ჩაევლო, როგორც დიპლომატები იტყვიან - დაბალ პროფილზე".

იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა მოუტანა ალიანსს ვაზიანის პოლიგონზე ჩატარებულმა მანევრებმა, ნატოში ბევრს არ საუბრობენ. არც იმის შესახებ ამბობენ რამეს, უყო თუ არა ეს წვრთნები წარმატებული, მოხერხდა თუ არა ჩანაფიქრის რეალიზება. ქართულმა ხელისუფლებამ კი, ბუნებრივია, მანევრების ოფიციალური დასრულების შემდეგ სიტყვაძუნწობა არ გამოავლინა. „მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობისა, საქართველო წარმატებიტ გაუმკლავდა დასახულ ამოცანას - ჩვენმა ჯარმა და ტავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი ნატოს სტანდარტებით გააკეთეს",- აცხადებდა მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

ამ წვრთნების დასრულების შემდეგ ბრიუსელი წარმატებით გადაერთო რუსეთის სიახლოვეს ახლა უკვე ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე. ვითომდა არც გაუგიათ ვაზიანის თაობაზე ატეხილი ხმაური. ამიტომაც როგოზინის სიტყვები საქართველოს სამხედრო მდგომარეობისადმი ინტერესის დაკარგვის შესახებ, როგორც ჩანს, სიმართლეს ასახავს. მაგრამ მაინც რით იყო გამოწვეული ასეთი ცივი ურთიერთობა: ნატოს შეცვლილი პრიორიტეტებით თუ რუსული დიპლომატიის წარმატებით? როგორც ჩანს, ერთითაც და მეორეთიც.

ალიანსი უაღრესად დაინტერესებულია ახლა რუსეთის მხრიდან მხარდაჭერაში, რათა როგორმე გაწყვიტოს ავღანური კვანძი. სიტუაციაში, როდესაც რუსეთის სამხრეთ საზღვართან აფორიაქებულ საქართველოში თავს იყრიან ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროები, მოსკოვის მდუმარე თანხმობაც კი მცირე აღმოჩნდა. ხოლო როდესაც რუსეთმა მკაცრად დასვა საკითხი, რომ მისთვის მიუღებელია ისეთ ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება, სადაც ცოტა ხნის წინ საომარი მოქმედებები ტარდებოდა, მან ნატოს გააგებინა, რომ სულაც არ აპირებს მისი აქტივობის მორჩილად მიღებას, ამიტომაც ბრიუსელმს მოუწიდა მის მიერვე შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის ძიება.

შეიძლება, სწორედ ბარაკ ობამასა და სერგეი ლავროვის საუბრის შემდეგ მივიდა წვრთნები ფინიშამდე ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100