RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს მთავრობა პირობას დებს: ფული იქნება!

15.06.2009  |  09:25

3039.jpegსაქართველოს მთავრობა ბიუჯეტში შემოსავლის 312 მილიონი ლარით გაზრდას ელოდება. დამატებითი სახსრების მოძიება იგეგმება ჩინოვკიკებზე ეკომონიისა და დასავლური გრანტების დახმარებით. მოსახლეობამ შვება შემოდგომაზე უნდა იგრძნოს.

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ქართველები დამამშვიდებელი ამბით გაახარა: სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზრდება 312 მილიონი ლარით. მინისტრს იმედი აქვს, რომ მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისისა, ქვეყნის მშპ 1,5%-ით გაიზრდება. მაინც რამ აიძულა ფინანსთა მინისტრი საკუთარი უფროსის - პრემიერის ნიკა გილაურის აზრის უარყოფა, რომელმაც პირველ ივნისს განაცხადა, რომ სახელმწიფო ეკონომიკის შემცირებას ვარაუდობს დაპირებული ზრდის ნაცვლად?

ბიუჯეტის გადახედვისას აღმოჩნდა, რომ დასავლური ქვეყნების მიერ გაზრდილი გრანტები 110 მილიონ დოლარამდე ნაწილობრივ შეავსებს ბიუჯეტს. ამას გარდა, ხელისუფლებამ შეამცირა სამინისტროებისა და უწყებების ხარჯები,როგორც ამას ექსპერტები და ოპოზიცია ითხოვდნენ. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას 45 მლნ ლარი მოეჭრება, ფინანსთა სამინისტროსას - 19 მლნ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 9,5 მლნ. ასევე მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის - 1,7 მლნ ლარით და სახელმწიფო კანცელარიის - 1 მლნ ლარით. საბიუჯეტო ვალდებულებები საფინანსო დოკუმენტის რევიზიის შემდეგ 536,6 მლნ ლარიდან 1,034 მილიარდამდე აიწევს.

ხელისუფლებას ოპტიმიზმს უმატებს ასევე იმ საზღვარგარეთული კომპანიების საინვესტიციო გეგმები, რომლებსაც არ ეშინიათ არასტაბილურ ქვეყანაში ფულის ჩადების. ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა ბაინდურაშვილთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ საქართველოში 100 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს აპირებენ. ინდოელებმა კი გადაწყვიტეს ცემენტის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება. მათ ლიცენზიაში 3,3 მლნ დოლარი უკვე გადაიხადეს და დადეს ქარხნის აშენების პირობა, რომელსაც 150 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადება დასჭირდება.

სხვათა შორის, არც ადგილობრივი ბიზნესმენები სხედან გულხელდაკრეფილები.

სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების ლიცენზიის აუქციონზე, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჩაატარ, კომპანია „კარიერმა" 603 151 ლარად სეისყიდა ხობში ქვიშის მოპოვების უფლება.

როგორც არ უნდა იყოს, ბიუჯეტის წარმატებებზე საუბრის სემდეგ, ბაინდურაშვილმაიმავე დღეს მისცა ინტერვიუ სააგენტო Bloomberg-ს და დაიჩივლა, რომ ეკონომიკა უკან იხევს ოპოზიციური საპროტესტო აქციების გამო. „მე პირდაპირ ვადანაშაულებს ქუჩის პოლიტიკას",- განაცხადა მან და უკვე მერამდენედ აღნიშნა, რომ ქუჩის დაპირისპირებამ ინვესტორების ნდობა დააკარგვინა ქვეყანას. უფრო მეტიც, ბაინდურაშვილის თქმით, რუსთაველზე დადგმული საკნების გამო პარლამენტი ვერ იღებს საბიიუჯეტო ცვლილებებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100