RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილს კვლავ „რუსული ბანქოს“ ამოღების დრო დაუდგა

16.06.2009  |  10:15

3055.jpegრუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საკმაოდ მკაცრი ტონით გამოირჩეოდა, ბატონ სააკაშვილს ჩრდილოელ მეზობელთან შერიგების არანაირ შანსს არ უტოვებს. მაგრამ იპოვის თუ არა ის საერთოს ოპოზიციასთან, რომელიც მთლიანად დასავლეთზე არის ორიენტირებული?

ქართული ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო ეგზოტიკურ ფორმებს იღებს. ხანდახან მათი შეფასება შეიძლება როგორც უკიდურესი განაწყენებისა, ხანდახან კი როგორც უკიდურესი ინფანტილიზმისა. სხვანაირად როგორ ავხსნათ მანანა ნაჭყებიას წინადადება აქციის იმ სახლთან ჩატარების თაობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ცხოვრობს.

მანანა ნაჭყებიამ მოუწოდა ქალებს, რომ მიემართათ გიული ალასანიასთვის და ეთოვათ მისთვის მოეხდინა გავლენა შვილზე, რათა მას შეეწყვიტა ახალაგაზრდების დაპატიმრება. ეს ძალიან თბილისურია, პრობლემების ოჯახურ წრეში გადაწყვეტა. თუმცა შექმნილ სიტუაციაში ქალბატონი ალასანია დედობრივი გრძნობებიტ აპელირება საკმაოდ უაზრო წამოწყება იყო. რადგანაც დაკავებული ახალგაზრდები არა მხოლოდ კვერცხებს ესროდნენ პარლამენტის შენობას, არამედ თავს დაეესხნენ პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძის მანქანას.

დეპუტატებისთვის გაკეთებულმა ახალმა სირცხვილის დერეფნებმა პარლამენტის დაცვასთან ახალი შეტაკებები გამოიწვია. როგორც ცნობილია, ახალგარდზა ოპოზიციონერების დეპუტატებთან 12 ივნისს შეტაკების შედეგად ინციდენტის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული.

როგორც პრესის წარმომადგენლებს თინა ხიდაშელმა მოუთხრო, ახალგაზრდებმა მოაწყვეს პიკეტი პარლამენტის შენობასთან, სადაც პირველად ორი თვის განმავლობაში შეიკრიბნენ დეპუტატები სხდომაზე. ხიდაშელის თქმით შვიდმა ახალგაზრდამ მიიღო სხეულის დაზიანება. მათ ბოთლები ესროლეს. „ახალ მემარჯვენეთა" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ შენობის დაცვა და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები ახალგაზრდებს რკინის ჯოხებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

გასაგებია, რომ ახალგაზრდა ოპოზიციონერებმა, რომლებიც სულ ჩხუბისკენ იწევენ, ნებით თუ უნებლიეთ მოახდინეს არანაკლებ ფიცხი დეპუტატების, დაცვის და „სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირების" პროვოცირება. ამ უკანასკნელებში კი ადვილი ამოსაცნობია მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო პოლიციის წარმომადგენლები.

რადგანაც ახალგაზრდა აქტივისტების ქმედებები სუფთა ხილიგნური ხასიათისა იყო, ხელისუფლების გადმოსახედიდან მათი დაკავება სრულიად კანონიერია.

არც გიული ალასანიას ხელთაა დაკავებული ოპოზიციონერების ბედის გადაწყვეტა.

მოცემულ შემთხვევაში საკაშვილმა საეჭვოა დაუთმოს ოპოზიციას, როგორც ეს მან ერთი თვის წინ გააკეთა, როდესაც პატრიარქის თხონვით გაათავისუფლა სამი ახალგაზრდა, რომლებიც ასევე არაადეკვატურად მოიქცნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართუი სირცხვილის დერეფნის დროს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100