RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ზუგდიდური გარჩევები პლასტიდის დახმარებით

16.06.2009  |  10:17

3056.jpegსაქართველოს პოლიციამ ვერ მოასწრო ზუგდიდი რაიონში რკინიგზაზე 2 ივნისს აფეთქების მოწყობაში დამნაშავეების პოვნა, რომ ვიღაცამ იქ კვლავ დადო ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამჯერად ორჯერ გაისმა აფეთქების ხმა ზუგდიდის სადგურზე, მოგვიანებით კი ქალაქის შემოგარენში. სერიოზული ზიანი არ მოუტანია ამ ინციდენტს. დაჭრილია ერთი ადამიანი. Georgiatimes მომხდარის თავის ვერსიას გთავაზობთ.

იყო საღამოს თორმეტის ნახევარი. შალვა ოქრომჭედლიშვილი მიდიოდა სასაქონლო მატარებლის ახლოს, როდესაც აფეთქება გაისმა. ვაგონს სახურავი აეხადა. ელექტრიკამ 58 წლის ადამიანი დაჭრა, მაგრამ სასიკვდილოდ არა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სადგურში და ახლომდებარე სახლებში შუშები ჩაიმტვრა. ტერიტორიიდან ყველა თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა. გამოიძახეს კრიმინალისტები.

მაგრამ ერთი საათის შემდეგ იგივე განმეორდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ბუნკერში იდო. დაახლოებით ღამის სამ საათზე კი მესამე აფეტქება მოხდა - ქალაქის შემოგარენში აფეთქდა სატვირთო მანაქანა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამსრომლები. ზუგდიდის მტელი პოლიცია გადაიყვანეს ყაზარმულ მდგომარეობაში, ქალაქში პატრულებმა დაიწყეს სიარული.

წინასწარი მონაცემებიტ ამუშავდა ტროტილითა და პლასტიდით შეკეთებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. პირველი აფეთქების ადგილზე რკინიგზას მცირე ზიანი მიყენდა. სადგურში გადადეს ზუგდიდი-თბილისის რეისი, მგზავრები კი დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებიტ ჩაიყვანეს.

რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ უკვე დაამშვიდა პრესა: სადგურისა და მისი ტერიტორიის დათვალიერების შედეგად მეტი არაფერი საეჭვო არ აღმოჩენილა. „კრიმინალისტებმა გადაამოწმეს ტერიტორია, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი რეისების უსაფრთხოება გარანტირებულია, რაც მოცემულ შემთხვევაში ყველაზე მთავარია",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ზუგდიდში მატარებლების მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რკინიგზის დეპარტამენტის დასავლეთის უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ გოგოხიამ. მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოები რკინიგზაზე მთელი ღამის განმავლობაში ტარდებოდა. „კინოლოგებმა უკვე დაასრულეს მუშაობა. ჩქაროსნული მატარებელი თბილისი-ზუგდიდი კი მცირედი დაგვიანებით დაიძრა",- აღნიშნა მან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ მომხდარის შეფასებისგან თავი შეიკავა. „ტარდება გამოძიება და შეფასებას შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ",- განაცხადა მან.

„ორგანომ", რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო იგულისხმებოდა, ოფიციალურად განაცხადა: „აფეთქება იმათ მოაწყვეს, ვისაც არ სურთ, რომ რეგიონში იყო სიმშვიდე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100