RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვიზიტორი ვაშინგტონიდან ქართულ გზაჯვარედინზე

16.06.2009  |  10:21

3058.jpegორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი. ქვეყნის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მას მსაჯულის როლს აკისრებდა. გორდონის შეხვედრის გრაფიკში ფაქტიურად ქართული პოლიტიკის მთელი ბომონდი აღმოჩნდა: საპარლამენტო უმრავლესობით დაწყებული, რადიკალური ოპოზიციით დამთავრებული. ოპოზიციის სამი ლიდერი გორდონმა ვაშინგტონშიც კი მიიწვია. გამოვიდა თუ არა ამერიკის ემისარის ახლანდელი მისია საქართველოში? ჩვენს კითხვებზე ქართველი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს.

რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, რაიმე ცვლილება ამ მხრივ გორდონის ვიზიტს არ მოუტანია. ხელისუფლება და ოპოზიცია თავისებურად იგებენ ამ სტუმრის სიტყვებს. პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა: ამერიკის მხრიდან დაფიქსირებულია საქართველოს ღია და აშკარა მხარდაჭერა.

ბაქრაძის თქმით, ფილიპ გორდონი თვლის, რომ არსებობს სამხრეთ ოსეთში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობა. მხარეებმა საქართველოში ეუთოსა და გაეროს მისიების გაგრძელების საკითხიც განიხილეს. თუმცა, აღიარა ბაქრაძემ, არსებობს „წითელი ხაზები", რომელთა საზღვრების გადალახვაც არ შეიძლება, მიუხედავად საქართველოოს დიდ სურვილისა, რომ იხილოს ეუთო და გაერო თავის ტერიტორიაზე. ამერიკელ სტუმართან რუსულ-ქართული ურთიერთობები და უსაფრთხოების საკითხებიც კი განუხილავთ.

საპარლამენტო ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საგარეო კურსის მხარდაჭერა. გროდონთან შეხვედრაზე, წერეთლის თქმით, საუბარი იყო ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე. „ფილიპ გორდონის მხრიდან მხარდაჭერილიიქნა პოზიცია, რომ ყველა პოლიტიკური სკაითხი უნდა გადაიჭრას დიალოგის გზით და ამ მხრივ ხელისუფლების კურსი მისაღებია",- აცხადებდა ვიცე-სპიკერი.

საპარლამენტო ოპოზიცია გორდონის სიტყვებს თავისებურ ინტერპრეტაციას უკეტებდა. გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ დასრულდა დრო, როდესაც ამერიკა მხარს „პერსონალიებს" უჭერდა. „გორდონმა გამოხატა თავისი პოზიცია, რომ დასრულდა პერსონალიების მხარდაჭერის დროს და იწყება ხანა, როდესაც ამერიკა აქტიურად დაუჭერს მხარს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- ამბობდა თარგამაძე. მისი აზრით, შეხვედრის ძირითადი თემა იყო პოლიტიკური პროცესები: კონსტიტუციური ცვლილებები, ამომრჩევლობითი რეფორმა, მასმედიისა და სასამართლოს დმაოუკიდებლობა, მაგრამ „ჩვენ ეკონომიკურ საკითხებსაც შევეხეთ".

ამერიკელი დიპლომატი არასაპარლამენტო ოპოზიციის მოღვაწეებსაც შეხვდა: ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძეს და ლევან გაჩეჩილაძეს.

შეხვედრამდე ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფილიპ გორდონთან შეხვედრისას ის ყურადღებას ორ საკითხზე გაამახვილებდა: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ასევე საქართველოში შექმნილ სიტუაციასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100