RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ალასანია ზღვარს ავლებს

17.06.2009  |  10:32

ამჯერად, როგორც ყოფილმა პიარშიკმა, რომელიც ინტრიგას ქმნის ახალი მარკისა და ბრენდის ირგვლივ, ალასანიამ პოლიტიკური ორგანიზაციის სახელი გაამხილა. არც მისი წევრების გვარები, არც პარტიის პროგრამა მას ჯერ არ გამოუქვეყნებია და საზოგადოება გაურკვევლობაში დატოვა ივლისამდე. სახელი კი ორიგინალურობით არ ბრწყინავს: „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები". გაურკვეველია რით იქნება განსხვავებული ალასანიას პირმშო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსგან" ან სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზისგან", ჯერ გაურკვეველია. როგორც უკვე დავწერეთ, ქართული ოპოზიცია პარტიების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ ახაი იდეები კი ნამვილად აკლია. თუკი ალასანია ხალხს შესთავაზებს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ნამდვილად ახალ გზას, მაშინ მისი პარტია ალბათ შეძლებს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას. ალბათ ალასანიაც ინტუიციით გრძნობს ამას და სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ მის პარტიაში შევა ხალხი, ვინც შეძლებს პოლიტიკაში საკუთარი სიტყვის თქმას, ახალი კულტურის შემოტანას.

ჯერ კი ახალ პარტიაზე მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: ის რადიკალურ პარტიებს შორის ყველაზე კონსერვატიული იქნება. მისი ანონსირებისას ალასანიამ თქვა: „ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილოებას პერმანენტულ აქციებში. საპროტესტო აქციები აუცილებელია, მაგრამ ისინი მიზანმიმართული უნდა იყოს". მომავალში ის მიტინგებსა და თეატრალიზირებულ სცენებში მხოლოდ განსკაუთრებულ შემთხვევებში მიიღებს მონაწილეობას.

ამ წლის დასაწყისში ამერიკიდან საქართველოში ჩამოსული ალასანია უსმენდა ყველაფერს, რასაც მას დასავლელი მრჩევლები ეუბნებოდნენ. ეს იმ არგუმენტაციაშიც გამოხატება, რომლითაც ის თავის გადაწყვეტილებებს ხსნის. მისი თქმით, „საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ საზოგადოების საპროტესტო განწყობა არ შეიცვლება... ახლა იმის დრო დადგა, რომ გატარდეს სერიოზული პოლიტიკა". მორიგი „ძვირფასი მითითებებისთვის" ქართველი პოლიტიკოსი ვაშინგტონში გაემგზავრა.

წასვლამდ ემან გაიმეორა, რომ მტავარი მოთხოვნა - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - მისი პარტიისთვისაც უცვლელი იქნება. თუმცა ის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის უკვე მზად არის და სურს საამომრჩევლო კანონმდებლობის შეცვლა, პირველ რიგში კი პოლიციის დისტანცირება საამომრჩევლო პროცესისგან...სამართალდამცავი სტრუქტურების ნეიტრალიზაცია პოლიტიკური პროცესისგან. დიპლომატი, დანარცენი ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, რომლებთან ერთადაც ორ თვეზე მეტი იღებდა მონაწილეობას მრავალათასიან აქციებში, თვლის, რომ ეს საკითხები პრეზიდენტის გადადგომამდე უნდა გადაწყდეს.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ის მიიღოს ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციისთვის თანამდებობების გადაცემის თაობაზე, ალასანიამ უპასუხა: „ჩვენ თანამდებობებს არ დავდევთ. კოალიციურ მთავრობაზე საუბარიც კი ზედმეტია".

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100