RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ალასანია ზღვარს ავლებს

17.06.2009  |  10:32

3075.jpegოპოზიციურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოიფიქრა სახელი თავისი მომავალი პარტიისთვის, რომელიც უკვე მერამდენე თვეა ვერ მოევლინა ქვეყანას. „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" განსხვავებულია რადიკალური ოპოზიციისგან იმით, რომ უკვე ახლა არის მზად ხელისუფლებასთან დიალოგის საწარმოებლად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე. ასე დაავალეს ვაშინგტონიდან?

დღეს „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში გაემგზავრა. იქ ის მიიწვიეს ნინო ბურჯანაძესა და ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად. თუმცა გაჩეჩილაძე და ბურჯანაძე დღეს დაკავებულები არიან მეომარი დემონსტრანტების პრობლემებით, ალასანია კი უკვე ოკეანის მიღმაა.

წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ალასანიამ მკაცრად განსაჯა ოპოზიციონერების თავდასხმა პარლამენტის სპიკერის დავით ბაქრაძის მანქანაზე, ასევე დეპუტატისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. „რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან და ნებისმიერი სხვა სახელისუფლებლო უწყების წინ, მაგრამ ინციდენტი, რომელიც მოხდა, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს გამართლებას. ასეთი ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ფიზიკიური და სიტყვიერი ზეწოლა დაუშვებელია",- აცხადებდა ალასანია.

მისი განცახდება დასავლელი დიპლომატების აზრს დაემთხვა, თუმცა სრულიად ეწინააღმდეგება სხვა ოპოზიციური წინამძღოლების იდეებს. როგორც აღმოჩნდა, ალასანია აღარ აპირებს იმის დაფარვას, რომ „სხვა მასალისგან არის გაკეთებული", და არ გააგრძელებს დაუმორჩილებლობის უაზრო კამპანიას.

არასაპარლამენტო ოპოზიციისგან გასამიჯნად გაეროში ყოფილ ელჩს უკვე დიდი ხანია სურს საკუთარი პარტიის შექმნა. ჯერჯერობით მის გარშემომყოფებს ყველა „ალასანია გუნდს" უწოდებს. ის თავიდანვე „სუსტ რგოლს" წააგავდა. ალასანია პირველი დათანხმდა ხელისუფლებასთან დიალოგზე. დიპლომატი გამუდმებით ცდილობდა გადაერწმუნებინა ოპოზიციონერები რადიკალური ქმედებებისგან, მაგალითად ტელევიზიის პიკეტირებისა და რკინიგზის ბლოკირებისგან.

მისი ხმა ხშირად იკარგებოდა ბრბოს ხმაურში. სააკაშვილიც კი მიხვდა რაღაც მომენტში, რომ უფრო მნიშვნელოვანია დიალოგის აწყობა არა იმასთან, ვინც გამოიყურება როგორც ახალი მოგზავნილი ამერიკიდან, არამედ რალური ძალია მქონე ოპოზიციონერთან ლევან გაჩეჩილაძესთან. და თუკი პრეზიდენტ სააკაშვილისა და მოქალაქე გაჩეჩილაძის სეხვედრამ ქვეყანას არაფერი მოუტანა, ირაკლი ალასანიას მან ახალი პარტიის „დაბადებისკენ" უბიძგა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100