RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპელები საქართველოში: ქართული პოლიტიკური რეალიების საქანელებზე

18.06.2009  |  14:19

3088.jpegმოვლენებით მდიდარი ორშაბათის შემდეგ თბილისი სიმშვიდეში ჩაიძირა. არც მიტინგები, არც დარბევები. მთავრობის სხდომაც კი პირველად სახელმწიფო კანცელარიაში ჩატარდა. ყველაფერმა კვერცხებისა და ბოთლების სროლის გარეშე ჩაიარა. პოლიტიკურ წინააღმდეგობაში საზაფხულო ტაიმ-აუტია, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, თუ ქარიშხლის მომასწავებელი სიმშვიდე?

გუშინდეი ექსცესების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები საფუძვლიანად მოემზადნენ მთავრობის სხდომის ჩატარებისთვის. დილიდანვე პოლიციის ქვედანაყოფებმა და სამთავრობო დაცვამ მოაშორეს კანცელარიასთან მიმავალი ქუჩიდან ოპოზიციის გალიები, რომლებიც ციხის კამერების სიმბოლო იყო. ამ საკნებით კანცელარია დაბლოკილი იყო აპრილის ბოლოდან. პოლიციელებმა მხოლოდ ქუჩის ის ნაწილი გაათავისუფლეს, სადაც ავტომობილები მოძრაობდნენ.

ამჯერად ოპოზიციას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია სამთავრობო სხდომაზე. თუმცა ოპოზიციონერების შემართების შესუსტებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მანამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციონერებმა მიტინგების მთელი სერია ჩაატარეს. და მას შემდეგ, რაც წინა დღეს უცხო ხალხმა „საკნების ქალაქი" დაანგრია, ოპოზიციონერებმა ის აღადგინეს. საპროტესტო აქცია გაგრძელდა, შენობისკენ მიმავალი გზები სამშაბათის დილამდე ბლოკირებუი იყო.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციამ მთავრობის მუშაობას ხელი იმიტომ არ შეუშალა, რომ სხდომაზე განიხილებოდა რუსეთის მიერ გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებაზე ვეტოს დადების საკითხიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის ხელისუფლებას, მიუხედავად თავისი ზიზღისა მთავრობისადმი. ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება საქართველოსთვის უკეთესია, ვიდრე რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ვარიანტი. ამასთან ერთად მან დაამატა: „თუმცა ვითარება რთულია, ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს უპასუხისმგებლოდ მოქცევას, რის შედეგადაც ტერიტორიების ნაწილი დავკარგეთ, ქვეყანა ინგრევა და სერიოზულად დგება საქართველოს არსებობის საკითხი".

არის სიჩუმის სხვა ახსნაც. ოპოზიციონერებს უბრალოდ ძალა აღარ დარჩათ ორშაბათის შემდეგ, რომეიც მდიდარი იყო საპროტესტო აქციებით, დაკავებებით და დარბევებით. ოპოზიციის ლიდერები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ ერთ-ერთ საკანში, ათანხმებდნენ სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიებს. მათ შორის იყვნენ სალომე ზურაბიშვილი, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, დავით გამყრელიძე.

როგორც მემარჯვენეთა წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, კონსულტაციის ერთ-ერთი თემა იყო სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავების თაობაზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100