RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი კადრები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჯარებისთვის

19.06.2009  |  09:46

3096.jpegუახლოეს მომავალში რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. შესაბამისი განკარგულება 16 ივნისს დიმიტრი მედვედევმა გასცა. ასეთი სერიოზული ნაბიჯი იმით არის მოტივირებული, რომ მონიტორინგული მისიები თანდათანობით ტოვებენ სამხრეთ კავკასიას და ახალგაზრდა რესპუბლიკებს საქართველოს პირისპირ ტოვებენ.

უკვე შემუშავებული პროექტები ითვალისწინებს სამხედრო ბაზების აშენებას რეგიონში სტაბილურობის გარანტირებისთვის. მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი აპირებენ თანამშრომლობას სამხედრო უსაფრთხოებისა და საჰაერო სივრცის კონტროლის სფერპებში, ასევე სამხედრო დაზვერვის სფეროშიც. უფრო მეტიც, პროექტში შესულია პუნქტი ორი რესპუბლიკის ჯარისთვის კადრების მომზადებისა და ამ ჯარებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ.

ასეთი ზომები იმისკენ არის მიმართული, რომ როგორმე დაცხრეს თბილისის შემართება. საქართველო აგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების აღჭურვას, რათა ტერიტორიული მთლიანობის საკითხები ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას. ამასთანავე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რესპიბლიკების ჯარში არ გაზრდის სამხედრო მსახურთა რაოდენობას.

რეგიონში სტაბილურობის გარანტირება სოხუმისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების საბჭოში ვერ მორიგდნენ გაეროს მისიის ახლაი მანდატის თაობაზე. აფხაზეთის ხელისუფლება ახლა საქართველოს მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს. "გაეროს მისია ყოველთვის ბუფერი იყო,- აცხადებს სერგეი შამბა.- ახლა გამოდის, რომ ჩვენ შუამავლების, გამყოფი მხარის გარეშე ვართ და სიტუაცია ამ მხრივ იხვლება, ახლა ჩვენ იმედებს ვამყარებთ რუსეთზე". აფხაზი დიპლომატის თქმით, მოსკოვთან სამხედრო მოლაპარაკების პროექტი უკვე პარლამენტის რესპუბლიკაშიც განიხილება.

რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნას სამხრეთ კავკასიაში, იქ ივლისისთვის მხოლოდ ევროკავშირის მისია დარჩება. ისიც საქართველოს ტერიტორიაზე. გაეროს კვალდაკვალ რეგიონს ეუთოც დატოვებს, რომლის მისიის მანდატიც 30 ივნისს იწურება, ხოლო სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკების პერსპექტივები კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე გაეროს ჰქონდა თავის დროზე აფხაზეთთან. "სამწუხაროა, რომ საქართველოში გაეროს მისია აღარ იქნება, მაგრამ ჩვენ სვხ ამექანიზმებიც გაგვაჩნია, მაგალითად ევროსაბჭოს დამკვირვებლები,- აცხადებდა საქართველოს ვიცე-პრემიერი თემურ იაკობაშვილი.- მე ჩემს რამდენიმე კოლეგას ვესაუბრე და შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოყალიბდა გამოკვეთილი აზრი, რომ ევროკავშირის მისია საქართველოში უნდა დარჩეს, მისი მანდატი უნდა გაგრძელდეს და შეძლებისდაგვარად გაიზარდოს".

რას ნიშნავს მანდატის "გაზრდა" იაკობაშვილმა არ ახსნა, მაგრამ ადვილი მისახვედრია. თბილისი და ბრიუსელი უკვე დიდი ხანია ცდილობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიების შეშვების მიღწევას. მაგრამ აი აფხაზებისა და ოსების აზრის გაგება მათ რატომღაც ყოველთვის ავიწყდებათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100