RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირი კავკასიაში პოზიციებს ამყარებს

19.06.2009  |  09:49

3097.jpegრუსეთი მზად არის ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის სამხრეთ კავკასიაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტირებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მოსკოვში თვლიან, რომ გაეროსა და ეუთოს წასვლის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რეგიონში აუცილებელია.

"მიუხედავად ევროკავშირის საქართველოს მონიტორინგულ მისიასთან არსებული კითხვებისა, რომლებიც ძირითადად ეხება მის პოტენციურ ეფექტურობას საქართველოს მხრიდან აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, ევროკავშირის დამკვირვებელთა ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია,- საუბარია ოფიციალურ განცხადებაში.- ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ამ სფეროში".

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონიდან გაეროს მისიის წასვლის მთელი პასუხისმგებლობა იმ დასავლურ სახელმწიფოებზეა, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა სიჯიუტის დემონსტრირებას ახდენენ. "მათ როგორც ჩანს დიდად არ სჭირდებათ გაეროს დამკვირვებლები, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ საქართველოს ხელისუფლების ძალისმიერ რეციდივებს,- საუბარია განცხადებაში.- უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სურვილი იმისა, რომ საქართველო 2008 წლის აგვისტომდე არსებულ საზღვრებში აღიარონ, იმავდროულად რუქიდან წაშალონ აფხაზეთი".

მართლაც, რუსეთთან ერთად ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზღვრების დაცვის დაწყების შემდეგ, ახალგაზრდა რესპუბიკებმა როგორც იქნა შეძლეს თავისუფლად ამოსუნთქვა. უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სოხუმი და ცხინვალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრას. აი თბილისი კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, კვლავ ცდილობს ყურადღების გადატანას საგარეო მტრებზე, თავისი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე და ცდილობს არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისთვის თავის არიდებას. რუსული საგარეო საქმეთა უწყება თავის შეტყობინებაში ხაზს უსვამს: "გაეროსა და ეუთოს მისიების წასვლა საუბრობს საქართველოსა და მისი მფარველების ნამდვილ მისწრაფებებს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ნდობის აღდგენის თაობაზე". დასკვნა საკმაოდ კატეგორიული, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანია.

აღსანიშნავია, რომ თავად საქართველოშიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ საერთაშორისო მისიების მოღვაწეობის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ქართულ ხელისუფლებას აწევს.

"ხელისუფლების დაუფიქრებელმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო იმას, რომ ქვეყანას საერთაშორისო მისიები ტოვებენ",- აღნიშნა ახლახან "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ. ოპოზიციონერის აზრით, თბილისისთვის ახლა აუცილებელია პირდაპირი დიალოგის წარმოება სოხუმთანაც, ცხინვალთანაც და მოსკოვთანაც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100