RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაეროს მისიის გაცილება ქართულად

22.06.2009  |  09:10

3112.jpegგაეროს მისიის ბედი კავკასიაში ჯერ კიდევ წინადღით გადაწყდა, როდესაც რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვეტო დაადო მისიის მანდატის ტექნიკური გაგრძლებეის პროექტის რეზოლუციას. თუმცა ახლა დიპლომატიური ბატალიები კიდევ უფრო გამწვავდა. ეს ყველაფერი პარადოქსამდეც კი მიდის: მოსკოვი საკუთარი დიპლომატიის გამარჯვებაზე საუბრობს, თბილისში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და პირობას იძლევიან რომ ვეტოს გვერდს აუვლიან. რა ელოდება კავკასიას იმ პირობებში, როდესაც იქ, საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწობა ჩიხში შევიდა? GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი შეეცადა თბილისის ხმა შეესმინა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს მისიის შესახებ გადაწყვეტილებაში, ქართული დიპლომატიის გამარჯვება დაინახა. როგორც „ინტერფაქსი" გვატყობინებს, სააკაშვილმა განაცხადა:"თავისთავად გაერო არ არის ის ორგანო, სადაც საქართველო საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს, ვინაიდან რუსეთს ვეტოს უფლება აქვს ყველა კარგ წამოწყებაზე, მაგრამ ის რომ, მან სამაგიეროდ ვერაფერი ვერ მიიღო - ეს ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებაა".

პრეზიდენტის კვალდაკვალ, მისმა გუნდის წევრებმაც არ დაიშურეს ხმამაღალი განცხადებები. მაგალითად საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა თქვა, რომ ამიერიდან ყველასათვის ნათელი გახდა:" საქართველო აფხაზეთთან კი არ აქვს კონფლიქტი, არამედ რუსეთთან" და ალავერდი რუს კოლეგებს გადასცა: ანუ ამიერიდან რეგიონში სიტუაციაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გარე-პოლიტიკურმა უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი პასუხისმგებლობას ამიერკავკასიაში გაეროს მისიის შეწყვეტაზე, დასავლურ სახელმწიფოებს აკისრებს.

თუმცა დიპლომატები, იმის გარშემო დებატების გამართვას არ აპირებენ, თუ ვინ რაშია დამნაშავე. დასავლელმა დიპლომატებმაც გამოთქვეს სინანული აფხაზეთსა და საქართველოში მისიის დახურვის გამო. როგორი იქნება ამას შემდგომ სიტუაცია რეგიონში? ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თბილისში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზულტატებმა, არასახუმარო ვნებათაღელვა გამოიწვია.

ხელისუფლება, საზოგადოებას გამარჯვებაში არწმუნებს და იქადნის რომ კიდევ იტყვის საკუთარ სიტყვას. ვეტოს უფლება, რომლითაც რუსეთმა ისარგებლა ეუთოსა და გაეროში, რითაც საქართველო საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე დატოვა, შესასძლოა დაძლეულ იქნას. ამგვარი განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ. „გაეროს წესდება საშუალებას იძლევა გვერდი აუაროთ რუსეთის ვეტოს".- მის ცოტირებას ახდენს „როსბალტი". მალაშხიას ჩანაფიქრით:"უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გაეროში დადგეს საკითხი, რათა რუსეთი ცნონ აგრესორ და კონფლიქტის მონაწილე ქვეყანად. ამის გაკეთება შესაძლებელია ასამბლეაზე, სადაც საკითხები უბრალოდ ხმათა უმრავლესობით წყდება და როდესაც დადგება მეთვალყურეთა მისიის გაგრძელების მექანიზმის საკითხი, რუსეთს არ ექნება ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100